დიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად

დიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი, რომლის დედასაც გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს. ლონდონისა და ოქსფორდის ქირურგებმა, რომლებმაც ქალს საშვილოსნო გადაუნერგეს და დედას ორსულობისა და მშობიარობის დროს აკვირდებოდნენ, ბავშვის დაბადებას „სერიოზული გარღვევა“ უწოდეს. ამან, შესაძლოა, ცუდი დიაგნოზის მქონე ქალებს ბავშვის გაჩენის იმედი მისცეთ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვის მშობლები გრეის ბელი და სტივ პაუელი შვილის გაჩენას „ნამდვილ სასწაულს“ უწოდებენ. მათი თქმით, დონორის ოჯახმა მათ არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა და ამ გადანერგვის უფლება მისცა.

გრეის ბელი, რომელიც ახლა 30 წლისაა, საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. მას არასოდეს ჰქონია მენსტრუაცია, ამასთანავე საკვერცხეები ნორმალურად ფუნქციონირებდა. ამ დაავადებას მეიერ-როკიტანსკის-კიუსტერ-ჰაუზერის სინდრომი ჰქვია. ამ სენით 5 000-დან ერთი ქალია დაავადებული.

საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია ოქსფორდის საავადმყოფოში, Churchill Hospital-ში ჩატარდა და ის 10 საათს გაგრძელდა. ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ წყვილმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროცედურა (IVF) გაიარა.

დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი პაციენტის საშვილოსნოს გადანერგვა უკვე მესამედ მოხდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ გზით ბავშვი დაიბადა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771943989

საზოგადოება

რევაზ კარანაძე ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ - ეს არის წმინდად პოლიტიკური შურისძიება

დასანქცირების ეს ნაბიჯი გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „ი...

რევაზ კარანაძე

1771943009

მსოფლიო

GB News: კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა -...

კირ სტარმერი

1771941460

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ცდილობდნენ, ესკალაციაში შესულიყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ბოლო წერტილი იქნებოდა ომში ჩართვა - ახლა უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და თურმე, რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ცინიზმია

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რუსეთთან მიმართებაში დასავლელი ლიდერების შეცვლილ რიტორიკას აფასებს. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის 4 წლისთავზე ევროპის უსაფრთხოების არქ...

ირაკლი ზარქუა

1771941058

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: თქვენ ქართულ საზოგადოებას აწვდით სიმართლეს და სწორედ იმიტომ, რომ ბრიტანეთს ეს არ მოსწონს, გადაწყვიტეს, რომ უნდა დაასანქცირონ, ტელევიზიები და ბოლოს თავად სახელმწიფოებიც, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას სიმართლეს ეუბნებიან

ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიებისთვის სანქციების დაწესებას თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას უწოდებს. ამ თემაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაშ...

ლევან მახაშვილი

1771938854

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6742 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი