ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება

„ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც შევხედავთ ამ წამლების გავრცელების რუკას, ჩანს რომ ამერიკის წამლის სააგენტომ მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როდესაც ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს.

„გვინდა იყოს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება. ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას, თუმცა როდესაც შევხედავთ ამ წამლების გავრცელების რუკას, ჩანს რომ ამერიკის წამლის სააგენტომ მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როდესაც ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს, აზუსტებს მათ ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენც ველოდებით საბოლოო მონაცემებს.

ევროპა პასუხისმგებლიანი გაერთიანებაა და ისინი ჯერ კიდევ აზუსტებენ რაღაც მონაცემებს. ამიტომ, რა უნდა ვთქვათ ჩვენ მეტი თითოეულმა ადამიანმა ან პატარა ქვეყანამ, როდესაც ევროპის წამლის სააგენტო არის დიდი ორგანიზაცია, ყველა იმ ქვეყნებისგან შემდგარი და ისინი კიდევ ელოდებიან კლინიკური კვლევების დასკვნებს“, - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო მიერ მომზადებულ ცვლილების პროექტს, რომლის მიღების შემდეგაც, ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.

ნანა ტატიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამოკვლევები სჭირდებათ ამ ბავშვებს იმისთვის, რათა შეაფასო მათი დაავადების დინამიკა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა საშუალება ექნებათ წელიწადში ორჯერ ჩაიტარონ ამბულატორიული და ერთხელ სრული სტაციონარული გამოკვლევა, რაც სჭირდებათ ყველა იმ კვლევის ჩათვლით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776782693

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“...

ირაკლი კობახიძე

1776782198

საზოგადოება

28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

2026 წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.

 საქართველოს საპატრიარქოშ

1776780890

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მას მინდა გადავიხადო, მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან წარმატებული...

სულხან თამაზაშვილი

1776780844

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინ...

მამუკა მდინარაძე

1776780313

საზოგადოება

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა...

გეკა გელაძე