ნინო წილოსანი - პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა, ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას
„მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას გაუწევს, რაც ძლიერი გადაადგილებაა, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაამტკიცა, რამდენად შეუძლია ამ ურთულესს მისიებს თავი გაართვას“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, მიესალმება საკადრო ცვლილებებს.
„მივესალმები იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც სუსი-ს ხელმძღვანელად გეკა გელაძის გადაყვანას და შსს მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნას გულისხმობს. პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ სისტემის სრულყოფას, რამაც ქართველი ხალხი დაიცვა და არეულობას გადაარჩინა.
მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს. მან უფრო პოლიტიკის და საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა. მამუკა მდინარაძე იყო დანაკლისი, როცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იყო, როცა სუს-ს ხელმძღვანელობდა. ეს ჩვენი გუნდისთვისაც კარგი ცვლილებაა. ალბათ, პრემიერის ეს ცვლილებები ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ
სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაცია სჭირდებათ, რასაც ალბათ, მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა. მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ და საჯარო ასპარეზს უბრუნდება, სადაც დიდი უპირატესობა აქვს. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა. მას ის უფლებამოსილება გაუფართოვდა, რომელსაც აქამდე ახორციელებდა“, – განაცხადა წილოსანმა.
1776782693
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე“...
1776782198
საზოგადოება28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
2026 წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.
1776780890
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მას მინდა გადავიხადო, მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან წარმატებული...
1776780844
საზოგადოებამამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინ...
1776780313
საზოგადოებაგეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა...


























