ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის გეგმებს ბლოკადის შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გეგმას ირანის პორტების ბლოკირების შესახებ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, პორტებში შემავალი და გამომავალი გემების ბლოკადა დღეს, 13 აპრილს, დიდი ბრიტანეთის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ტრამპის მუქარა გამოწვეულია იმით, რომ ირანმა „დაარღვია წესები“ აშშ-თან გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება გადაწყვიტა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მტკიცე პოზიციას და ნებისმიერ დროს სრულ კოორდინაციაში ვართ შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ, პაკისტანში გამართული ხანგრძლივი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მას ინფორმაცია ჯეი დი ვენსმა მიაწოდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776082830

ახალი ამბები

ნათია თურნავა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული ბანკის ინ...

პოლიტიკა

1776080614

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებ...

ლაშა ხუციშვილი

1776078564

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - მთავარია, უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

მთავარია, უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, მნიშვ...

დავით მათიკაშვილი

1776077489

მსოფლიო

რომის პაპი: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

რომის პაპი ლეო XIV თეთრი სახლის ლიდერის კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია. რომის პაპის თქმით, მისი მთავარი მიზანია მშვიდობის ხელშეწყობა და ამ პოზიციას არ შეცვლის. „...

 პაპი, ლეო XIV

1776075640

მსოფლიო

რომის პაპი დონალდ ტრამპზე: არ მსურს მასთან დებატებში შესვლა, გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს

რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს გააგრძელებს. „არ მსურს მასთან დებატებში შესვლა. არ ვფიქრობ, რომ სახ...

 რომის ახალი პაპი