ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანტონელა ბასანისთან, მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან, ანა ბიერდესთან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, იუჯინ რუგენაათთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან იერუნ კლიკთან და ალტერნატიულ დირექტორთან, მარნიქს ვან რეისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან.

ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.

შედგება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდეტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან.

ფინანსთა მინისტრი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას მიეძღვნება.

დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776073138

ახალი ამბები

როგორ უნდა მიესალმონ მორწმუნე ადამიანები ერთმანეთს 40 დღის განმავლობაში

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. დღეიდან, აღდ...

სააღდგმო კვერცი

1776072039

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-მა პროდუქტიული მოლაპარაკებები ჩაშალა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა პროდუქტიული მოლაპარაკებები ჩაშალა. არაღჩის თქმით, ირანმა შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კეთილს...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

1776069354

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა. „ეს პირველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776068014

ახალი ამბები

დედაქალაქში, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით, 9 დროებითი მარშრუტი დაწესდა - ავტობუსებით მოქალაქეები უფასოდ სარგებლობენ

დედაქალაქში, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით, 9 დროებითი მარშრუტი დაწესდა. ავტობუსებით მოქალაქეები უფასოდ სარგებლობენ. ტრანსპორტი მგზავრებს დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუხათგვერდ...

ავტობუსი

1776067333

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს — ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციის...

ცოტნე ანანიძე