ბექა ოდიშარია: 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, 2025 წელს განხორციელებულმა პროექტებმა შექმნა მყარი საფუძველი, რათა ბაგა-ბაღები იყოს თანამედროვე, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბავშვზე ორიენტირებული სივრცე, სადაც აღსაზრდელები იღებენ სიყვარულით სავსე გარემოს და განვითარების საუკეთესო პირობებს.
„გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერების მიმართულებით. 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები, მოეწყო უსაფრთხო და თანამედროვე ეზოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სტანდარტებსა და ბავშვებისთვის მორგებულ გარემოს, სადაც თითოეულ აღსაზრდელს აქვს შესაძლებლობა თავი იგრძნოს დაცულად და კომფორტულად.
ყურადღება გამახვილდა აღმზრდელებისა და პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხს და მშობლების ნდობას ბაგა-ბაღების სისტემის მიმართ“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
1767010801
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება
„21 დეკემბერს, „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება. ის, რასაც წერს ბატონი ტრამპი [BBC-ზე საჩივარშ...
1767010343
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრ...
1767009300
ახალი ამბებიმაგდა მამუკაშვილი: რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ, ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ - ჯარი მუდმივად უნდა ემზადებოდეს ომისთვის, იმიტომ კი არა, რომ ომი უნდა, პირიქით ომი რომ არ უნდა, იმის გამო უნდა მოემზადოს
„რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ. რეჟიმი თავიდანვე დადგა არაპატრიოტულ და ჩმორულ პროპაგანდაზე. „ჩვენ ჯარი არ გვჭირდება”, „ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ”, „აბა ომი გინდა?!”, „რუსის ჯარი ავტობანამდე 3...
1767008529
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ევრო ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონივრულობის ფარგლებს, ჩვენს ხალხზე უნდა შეწყდეს ძალმომრეობა, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თუ შეწყვეტის საბაბით პრაქტიკულად მთელს საზოგადოებასა და ერზე ზეწოლას გულისხმობს
ევრო ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონივრულობის და საზრიანობის ფარგლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატ...
1767005446
ახალი ამბებიბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის...































