ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

 

„საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, კომისიამ გამართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებით, გაითვალისწინა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“) წერილობითი მომართვები, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს.

როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ინტერესია, რომ ერთი მხრივ განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და აღმოიფხვრას სექტორში არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ დადგინდეს სამართლიანი ტარიფები, რომლებიც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობასა და ბიზნესსექტორს.

რაც შეეხება მომდევნო 5 წლის პერიოდზე განსახორციელებელ ინვესტიციებს, კომპანიები განახორციელებენ საინვესტიციო გეგმებს და ამ კუთხით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას პრობლემა არ შეექმნება. ასევე, განხორციელდება კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ბუნებრივი გაზის სექტორში.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში დღემდე მოქმედებს 2023 წელს 3 თეთრით შემცირებული ტარიფები, რომლის შემცირებაზეც ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767010801

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება

„21 დეკემბერს, „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი, იყო სიცრუე და ცილისწამება. ის, რასაც წერს ბატონი ტრამპი [BBC-ზე საჩივარშ...

კინორეჟისორი

1767010343

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრ...

პროკურატურა

1767009300

ახალი ამბები

მაგდა მამუკაშვილი: რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ, ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ - ჯარი მუდმივად უნდა ემზადებოდეს ომისთვის, იმიტომ კი არა, რომ ომი უნდა, პირიქით ომი რომ არ უნდა, იმის გამო უნდა მოემზადოს

„რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ. რეჟიმი თავიდანვე დადგა არაპატრიოტულ და ჩმორულ პროპაგანდაზე. „ჩვენ ჯარი არ გვჭირდება”, „ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ”, „აბა ომი გინდა?!”, „რუსის ჯარი ავტობანამდე 3...

მაგდა მამუკაშვილი

1767008529

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ევრო ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონივრულობის ფარგლებს, ჩვენს ხალხზე უნდა შეწყდეს ძალმომრეობა, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თუ შეწყვეტის საბაბით პრაქტიკულად მთელს საზოგადოებასა და ერზე ზეწოლას გულისხმობს

ევრო ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს გონივრულობის და საზრიანობის ფარგლებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატ...

დავით მათიკაშვილი

1767005446

ახალი ამბები

ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის...

ხე-ტყის უკანონო მოპოვები