ბირთვული მასალა ურანის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

ბირთვული მასალა ურანის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს.

ადვოკატების ინფორმაციით, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 ათას დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

„ბრალს არ აღირებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბათუმში ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, მას საზღვარი კანონიერად აქვს გადმოლახული. ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით. უბრალოდ, გამოძიების ამ ეტაპზე მას ამასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა თამარ გაგუამ.

კიდევ ერთი ადვოკატის, ნინო ბერიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

„აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თარჯიმანი იყო და ბრალში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს არ აღიარებს“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761395627

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვ...

მიხეილ ყაველაშვილი

1761394876

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილმა ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლისთავს ეძღვნებოდა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლის თავს ეძღვნებოდა....

თამარ ტალიაშვილ

1761389517

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ი...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებ

1761387378

საზოგადოება

დოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, „უფალო შემიწყალენ“-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს. დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც „უფალო შემიწყალენ“-ს კითხულობს, რადგან მიი...

დოროთე ყურაშვილი

1761385077

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის. „ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი...

გიორგი გაბუნია