საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას უსაფრთხოების სფეროში.

ხაზი გაესვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.

მამუკა მდინარაძემ ალი ნაგიევს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სუს-ში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761394876

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილმა ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლისთავს ეძღვნებოდა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლის თავს ეძღვნებოდა....

თამარ ტალიაშვილ

1761387378

საზოგადოება

დოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, „უფალო შემიწყალენ“-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს. დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც „უფალო შემიწყალენ“-ს კითხულობს, რადგან მიი...

დოროთე ყურაშვილი

1761385077

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის. „ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი...

გიორგი გაბუნია

1761382858

საზოგადოება

შსს: სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სამართალდამცავებს მოქალაქე ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, - აღნიშნულის შესახ...

შენობა

1761381627

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

აგამოძიებო სამსახურმა