გიორგი გაბუნია: არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ან სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი
არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ან სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, საქართველო ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც თავის დროზე ვიზალიბერალიზაცია მიიღო, აკმაყოფილებს.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე, მაგრამ ეს ზოგადი მექანიზმია. ევროკავშირს, როგორც ვიცი, 60-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა და ამ მექანიზმის ამოქმედება, რომელიც, სავარაუდოდ დეკემბერში იგეგმება, ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას. აქ საუბარია გამარტივებულ მექანიზმზე, მაგრამ აბსოლუტურად სრული პოლიტიკური სპეკულაციაა ამ საკითხის წარმოჩენა ისე და იმგვარად, თითქოს ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება საქართველოს საკითხს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც საქართველომ თავის დროზე ვიზალიბერალიზაცია მიიღო, აკმაყოფილებს. არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ან სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს, ეს იქნება მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს იქნება კორუფციასთან ბროლის თუ მმართველობითი სისტემის სიჯანსაღის საკითხი. აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი საქართველოს მწყობრში და თანხვედრაში აქვს ევროკავშირი სტანდარტებთან. შესაბამისად, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა და საქართველოს დასჯა მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით გაიმარჯვებს ევროპაში გონიერი, პრაგმატული პოლიტიკა და ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
1761395627
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვ...
1761394876
საზოგადოებათამარ ტალიაშვილმა ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლისთავს ეძღვნებოდა
აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის 5 წლის თავს ეძღვნებოდა....
1761389517
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ი...
1761387378
საზოგადოებადოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, „უფალო შემიწყალენ“-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს. დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც „უფალო შემიწყალენ“-ს კითხულობს, რადგან მიი...
1761385077
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის. „ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი...



























