ბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად მოახდენენ სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...
1772309195
მსოფლიონეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერზე: არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი ნიშანი“ იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „ჩვენთან აღარ არის“, თუმცა ცალსახად არ თქვა, რომ ის მოკლეს. მანამდე ირანის საგ...
1772308939
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის...
1772306703
მსოფლიოირანის პრეზიდენტმა გოგონათა სკოლაზე თავდასხმას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხრეთ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული სასიკვდილო საჰაერო დარტყმა დაგმო, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. „ეს ბარბაროსული აქტი...
1772305406
მსოფლიოირანის გვარდია აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ფაქტობრივად“ დაკეტილია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის უსაფრთხო და ფაქტობრივად, დაკეტილია მოძრაობისთვის, იუწყება მედია. გვარდიის განცხა...































