ირანის გვარდია აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ფაქტობრივად“ დაკეტილია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის უსაფრთხო და ფაქტობრივად, დაკეტილია მოძრაობისთვის, იუწყება მედია.
გვარდიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გემები გააფრთხილეს, თავი შორს დაიჭირონ „სრუტის გარშემო არსებული არასტაბილური ატმოსფეროს გამო, რაც გამოწვეულია აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო აგრესიით და ირანის საპასუხო ქმედებებით“.
„ჰორმუზის სრუტეში გემებისა და ტანკერების გავლის შეწყვეტის გამო, სრუტე, ფაქტობრივად, დაიკეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰორმუზის სრუტე ნავთობისა და გაზის გადაზიდვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია. მისი დახურვა, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
მანამდე დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რამდენიმე გემმა მიიღო შეტყობინება სრუტის დახურვის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეტყობინებები იურიდიულად სავალდებულო არ იყო და გემებს ურჩიეს, „სიფრთხილით გადაადგილებულიყვნენ“.
1772301806
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის. „ტელეკომპ...
1772299574
მსოფლიოთეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპი ირანზე დარტყმებს მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს მთელი ღამის განმავლობაში მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს მართავდა, როდესაც...
1772297054
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციის მისაღწევად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება...
1772295763
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა შეაფასა. როგორც მან განმარტა, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა და პროცესი მათ მიერ არის ორკესტრირებული. „202...
1772293699
მსოფლიოაბას არაღჩი: რამდენადაც მე ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამე...































