„ბრალდებული ცდილობდა, თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება“ - ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა, თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება – კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი.
ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით მიმდინარე წლის 24 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად – 1 200 000 აშშ დოლარად ასხვისებდა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1784892664
საზოგადოებაონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა: არ გამიზრდია მოძალადე, ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძალადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათ...
1784892175
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – რთულია ბრიუსელის მიერ გადადგმული ნაბიჯების არსის მოძებნა, ყულევის შემთხვევაში ვითარება მარტივია, ეს კერძო მფლობელობაში არსებული პორტია
„რთულია ბრიუსელის მიერ გადადგმული ნაბიჯების არსის მოძებნა. ყულევის შემთხვევაში ვითარება მარტივია, ეს კერძო მფლობელობაში არსებული პორტია. აქ სახელმწიფოს არანაირი როლი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სახელმწი...
1784891192
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, მისი ინტერესები გაშიფრულია, ამ ყველაფერში ფულს იღებს
„ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. ლევან მაჭავარია...
1784891003
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია, ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება სენსიტიურია
ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია თუმცა ასევე დაუშვებელია საზოგა...
1784890124
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე, ვეთანხმები სააკაშვილს, რომ მდიდარი „ენჯეოები“ „გრანტიჭამიები“ არიან
„ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს ვეთანხმები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს „გრანტიჭამიები“ უწოდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...




























