პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს და ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.
ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1784888061
ახალი ამბებიბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას
რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის...
1784886525
ახალი ამბებითბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთ...
1784885608
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი – თურმე საქართველოში ჩინეთიზაციაა, რუსეთის გავლენებია, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია, მას განვითარება არ ექნება
„ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ნებისმიერი აქტის შინაარსი იდენტურია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „თურმე საქართველოში ჩინეთიზაციაა...
1784883914
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!
რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ე...
1784883563
საზოგადოებაირაკლი ჭეიშვილი: ყულევის ქარხნის ხელმძღვანელობამ წარადგინა არგუმენტები, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა, იმედია, სანქციები არ ამოქმედდება
„ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი საწარმო არის კერძო კომპანია, შესაბამისად, მართვის პროცესში საქართველო არ ერევა, საქართველო აკონტროლებს იმას, რომ ამ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა ა...




























