ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა: არ გამიზრდია მოძალადე, ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძალადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათი დაინახოს.

„როგორც დედა და როგორც პედაგოგი, დღეს ვალდებულად მივიჩნევ თავს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩემი შვილის სახელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვების აღზრდას, განათლებას და ადამიანური ღირებულებების სწავლებას მივუძღვენი. სწორედ ამიტომ, ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, როდესაც ჩემი შვილის პიროვნებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდით აფასებენ.

მე არ გამიზრდია მოძალადე. არასოდეს მისწავლებია მისთვის, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის გზაა. პირიქით, ყოველთვის ვასწავლიდი პატივისცემას, პასუხისმგებლობას, უფროსის დაფასებას, ღირსების დაცვას და საკუთარი ქვეყნის სიყვარულს. ეს ის ფასეულობებია, რომლებითაც ჩვენს ოჯახში თაობები იზრდებოდნენ.

ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს მისი ცხოვრების ნაწილია. მას გულწრფელად სჯერა, რომ ამ ღირებულებების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ რწმენით ცხოვრობს.

შესაძლოა, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ეს კონკრეტული ფაქტი. შესაძლოა, განსხვავებული აზრი გვქონდეს იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს ადამიანი საკუთარ შეხედულებებს, მაგრამ მე ვხედავ იმ ბავშვს, რომელიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გავზარდე. ვხედავ შვილს, რომელიც ყოველთვის პირნათლად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.

მინდა, საზოგადოებას ერთი რამ ვთხოვო - სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიყს მიაწებებთ, შეეცადეთ, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოთ.

დედისთვის შვილი ყოველთვის შვილია. მე მჯერა მისი, მჯერა იმ აღზრდისა და განათლების, რომელიც მივეცი და მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“, - წერს მანანა მეზურნიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, ერთი ადამიანია დაკავებული. ნიკო ხურცილავა საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784891003

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია, ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება სენსიტიურია

ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია თუმცა ასევე დაუშვებელია საზოგა...

დავით მათიკაშვილი

1784890124

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე, ვეთანხმები სააკაშვილს, რომ მდიდარი „ენჯეოები“ „გრანტიჭამიები“ არიან

„ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს ვეთანხმები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს „გრანტიჭამიები“ უწოდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1784888061

ახალი ამბები

ბექა ჩხაიძე: ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა - ეს დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდაა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი, ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას

რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები - ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება იქნება, ჩვენი მეფეების ლანძღვა იქნება - ეს არის...

ბექა ჩხაიძე

1784887635

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულებს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამ...

შემთხვევები

1784886525

ახალი ამბები

თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.   მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთ...

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები