ირაკლი ჭეიშვილი: ყულევის ქარხნის ხელმძღვანელობამ წარადგინა არგუმენტები, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა, იმედია, სანქციები არ ამოქმედდება
„ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი საწარმო არის კერძო კომპანია, შესაბამისად, მართვის პროცესში საქართველო არ ერევა, საქართველო აკონტროლებს იმას, რომ ამ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ მოხდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ყულევის ხელმძღვანელობამ არგუმენტები წარადგინა, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა.
„სანქციებს ექვსი თვის ვადა აქვს და როგორც ვიცი, ყულევის ხელმძღვანელობამ შესაბამისი არგუმენტები წარადგინა, რომ იქ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა და მსგავსი არც შეიმჩნეოდა. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციები არ ამოქმედდება.
რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა, რომ სანქციები არ ამოქმედდეს და გადახედილი იყოს, რადგან არსებულ კომპანიას არგუმენტები აქვს და იმედია, ევროკავშირთან საერთო ენას ნახავენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არ ერევა“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ყულევის ქარხანასთან მიმართებით აღნიშნულია, რომ სანქციები ექვსი თვის შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
1784881376
ახალი ამბებიბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ - ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას სა...
1784880322
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
„ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია!“, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში. მისი განცხა...
1784880015
საზოგადოებასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან სოფიო იმერლიშვილთან ერთად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკი...
1784878198
საზოგადოებამომსახურების სააგენტო: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „მომსახურების სააგე...
1784877981
საზოგადოებასამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა...



























