ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1793081867
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბერს საქართველოში
27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793081282
მსოფლიოWELT: უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ
გერმანული გამოცემა Welt-ის ცნობით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გა...
1793079999
მსოფლიოისრაელში ქნესეთის არჩევნები დაიწყო
ისრაელში ქნესეთის (პარლამენტის) 26-ე მოწვევის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო უბნების უმეტესობა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 22:00 საათამდე...
1793077529
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის...
1793077114
ახალი ამბებილევან მახაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არ არის უბრალოდ რიგითი დანაშაულები, თითოეული მათგანი არის სისტემური და განგრძობითი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წესწყობილების
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წესწყობილების დარღვევებზე რეაგირება მმართველი გუნდის ვალდებუ...






























