თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში
„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელობა საქმისათვის არარელევანტურ საკითხებზე“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლო სხდომის შეფასებისას, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა.
მისი შეფასებითვე, მოპასუხე მხარეს არ გააჩნია არავითარი არგუმენტი იმის გასაქარწყლებლად, რაც კონსტიტუციურ სარჩელში მათ წინააღმდეგ არის დაფიქსირებული.
„თუკი გადავავლებთ თვალს გუშინ სასამართლო სხდომის დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, კონტრასტი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო. ერთი მხრივ, იყო ძალიან კონკრეტული, არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა კოლეგამ, ძალიან კონკრეტული კონსტიტუციური ბრალდებებით და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო ფაქტობრივად აბსოლუტურად უსაგნო მსჯელობა სხვადასხვა საქმისათვის არარელევანტურ საკითხებზე, გარემოებებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარეს ფაქტობრივად არ გააჩნია არავითარი არგუმენტი იმის გასაქარწყლებლად, რაც ჩვენ, ჩვენი მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში მათ წინააღმდეგ დავაფიქსირეთ და ჩავწერეთ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ჭეიშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარის მხრიდან „დემაგოგიური მასკარადი“ გაგრძელდება. ასევე ეხმიანება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მოპასუხე მხარის შეფასებებსაც, რომ თითქოს ისინი დასკვნის დაკნინებას ცდილობენ. საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ტრაგიკული ისტორიებიც ამ დასკვნაშია ასახული.
„დღესაც, პირველი არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად სხვადასხვა საკითხებზე ყურადღების გადატანის კვალდაკვალ მოახდინონ როგორმე თავის, ასე ვთქვათ, დაძვრენა იმ საკითხებისაგან, რომელიც რეალურად არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და რომელიც, რაც მთავარია, წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ჩვენ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან, რაც არის გამოხატული მათ მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ნაბიჯებში, კონკრეტულ ქმედებებში და ერთიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მერამდენე შემთხვევა არის, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, როგორღაც დააკნინოს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ ამ დოკუმენტს, ხან ეს არის თურმე თხზულებათა კრებული, ხან ეს არის ბელეტრისტიკა.
ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომელთა ისტორიები, რომელთა უფლებების დარღვევის შესახებ შესაბამისი ცნობები და ინფორმაცია არის ასახული ამ დოკუმენტში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც კი, აი, ამდენი ხნის შემდეგ, ისინი ვერ აცნობიერებენ ან არ უნდათ უბრალოდ, რომ გააცნობიერონ იმ დანაშაულებრივი საქმიანობის მასშტაბი, რომელიც უკავშირდება სწორედ იმ პერიოდს, როცა თავად იყვნენ ისინი ხელისუფლებაში და ეს პერიოდი არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის ეპოქა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
1793082724
ახალი ამბებიბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობ...
1793082631
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...
1793082005
ახალი ამბებიგიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქა...
1793081867
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბერს საქართველოში
27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793081282
მსოფლიოWELT: უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ
გერმანული გამოცემა Welt-ის ცნობით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გა...






























