„ჩელსის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტრასბურის ყოფილი მოთამაშე აწამა“ - მედიის გამოხმაურება კვარაცხელიას თამაშზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ საპასუხო მატჩში სამბურთიანი სხვაობით (3:0) დაამარცხა, რაშიც ისევ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილი იყო, რომელიც კვლავ უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
უეფას გარდა, ქართველი გამოარჩიეს ფრანგულ მედიაშიც, სადაც ასევე ერთხმად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
Onze mundial: „მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ქართველმა პირველივე შანსით დაასრულა ნებისმიერი დაძაბულობა, როდესაც სარს აჯობა. მარცხენა ფლანგზე მან მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტრასბურის ყოფილი მოთამაშე აწამა. რაც შეეხება მის სისწრაფეს, რამაც პსჟ-ს მესამე გოლის გატანა გამოიწვია? ისიც ფორმაში საჭირო დროს დაბრუნდა“.
So Foot: „2010 წელს გადაღებული ფილმი „127 საათი“ მთამსვლელი არონ რალსტონის რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ლოდის ქვეშ მოექცა, სანამ საბოლოოდ ხელს ამპუტაციას გაუკეთებდნენ. 2026 წელს გადაღებული ფილმი „142 საათი და 13 წუთი“ კი, „ჩელსის“ რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, სანამ დანებდებოდა, რომელიც სამი გოლით ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა შეაჩერა“.
Culture PSG: „მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობდა. „ჩელსი“ მის შესაჩერებლად გზას ისევ ეძებს.“.
Foot Mercato: „პირველ მატჩში უკვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა, დღეს კი კვლავ გამორჩეული იყო. გუნდის ყველა საუკეთესო შეტევაში მონაწილეობდა. „ჩელსის“ დაცვის ხაზის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. აღმაფრთოვანებელი მოძრაობები და სისწრაფე, რომელიც მხოლოდ მას გააჩნია. დაცვის ზურგს უკან ელვისებური სირბილით გაიქცა და პსჟ-მ მესამე გოლიც გაიტანა“.
1773835238
საზოგადოებალევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა
რამდენიმე დღეში საქართველო მის სულიერ მამას გააცილებს უკანასკნელ გზაზე და თან უსაზღვრო მწუხარებას, უამრავ ცრემლს და რაც მთავარია, სიყვარულს გაატანს. სწორედ ისეთი განცდა გვეუფლება ახლა, როგორც გენიალურ...
1773834018
მსოფლიოისრაელ კაცი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი, თეირანში ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა და დასძენს, რომ დღეს „მნიშვნელოვანი სიურპრიზები“...
1773833286
ახალი ამბებირუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო
ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიი...
1773833211
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის პატრიარქს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლი...
1773831852
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას: „ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავ...


























