კობა კობალაძე პატრიარქზე: უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის, მისი სიტყვა ხშირად იყო იმედი, ხოლო მისი დუმილიც კი სიმტკიცის მაგალითი

„უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის. გულით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას“ - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორის კობა კობალაძის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

„დასრულდა ეპოქა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სინათლეს ჰფენდა ჩვენს ერს. უწმინდესი იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ სულიერი საყრდენი თითოეული ჩვენგანისათვის იმ დროში, როდესაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიმშვიდე, რწმენა და გამძლეობა. მისი სიტყვა ხშირად იყო იმედი, ხოლო მისი დუმილიც კი სიმტკიცის მაგალითი.

მისი ცხოვრება იყო მსახურება ღმერთისადმი, სამშობლოსა და ადამიანისადმი. ამ მსახურებაში მან დაგვიტოვა ყველაზე მთავარი - რწმენა, რომ სიკეთე ძლიერია, სიყვარული და ერთიანობა კი არის გზა გადარჩენისა.

ჩემთვის უწმინდესი დარჩება როგორც პირადი მაგალითი სიწმინდისა და სითბოსი.

მე, ჩემი წილი უწმინდესი მყავდა, რომელიც ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩემი და ჩემი ოჯახის გვერდით იდგა თავისი მამაშვილური ლოცვით და იმ განუზომელი სიყვარულით, რომელიც მხოლოდ მის გულს შეეძლო და ყოველთვის მაძლევდა სიმშვიდესა და რწმენას.

1992 წელს, მაშინ, როცა „შავნაბადას“ ბატალიონის მეთაური გახლდით, უწმინდესმა თავისი დაწერილი მაცხოვრის ხატი მაჩუქა, რომელიც, ჩემთვის, ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარია!

მაშინაც მჯეროდა და ახლაც ღრმად მწამს, რომ სწორედ ამ ხატის ძალით, ქრისტეს მეოხებით, ახდება პატრიარქის ყველაზე სანუკვარი ნატვრა და საქართველო გამთლიანდება!

განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ. გულწრფელი სიყვარულით, მამობრივი მზრუნველობითა და თანაგრძნობით ეპყრობოდა მათ, ვისთვისაც სამშობლოსათვის თავგანწირვა ცხოვრების მთავარი მისიაა.

დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და იმ სულიერი ერთობის შენარჩუნება, რასაც იგი მთელი ცხოვრება გვასწავლიდა.

მჯერა, რომ მისი ნათელი სული და მემკვიდრეობა გააგრძელებს ჩვენს გზას იმ მიმართულებით, სადაც რწმენა, სიყვარული და სამშობლოს ერთიანობა არის უმაღლესი ღირებულება.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773835635

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის...

ზოგადი

1773835238

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა

რამდენიმე დღეში საქართველო მის სულიერ მამას გააცილებს უკანასკნელ გზაზე და თან უსაზღვრო მწუხარებას, უამრავ ცრემლს და რაც მთავარია, სიყვარულს გაატანს. სწორედ ისეთი განცდა გვეუფლება ახლა, როგორც გენიალურ...

ლევან იოსელიანი

1773834018

მსოფლიო

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი, თეირანში ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა და დასძენს, რომ დღეს „მნიშვნელოვანი სიურპრიზები“...

ისრაელ კაცი

1773833286

ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო

ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიი...

რუსეთის პატრიარქი კირილე

1773833211

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის პატრიარქს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლი...

თამარ ჩიბურდანიძე