თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის პატრიარქს ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.

მისი თქმით, პატრიარქმა მსოფლიოს აჩვენა როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, მხოლოდ რწმენით და სიყვარულით.

„მწუხრის დღეებია საქართველოში. მძიმეა პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეული განცდა თითოეული მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის. მძიმეა ეს დანაკლისი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყაროსთვის.

უწმინდესის საეკლესიო მოღვაწეობა უკვე დარჩა ისტორიას ქართული მართლმადიდებლობის აღზევების უდიდეს ეპოქად. ასევე, დარჩა ისტორიას მისი ეროვნული ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მან შეძლო უმძიმეს პერიოდში ქართველი ხალხის ტაძარში შეყვანა და უფლის გზაზე მოქცევა. უწმინდესმა ტაძრის კარები გაუხსნა ახალგაზრდობას და რწმენასთან ერთად აზიარა ეროვნულ ცოდნას, რის გარეშეც ქვეყანა არ შენდება.

ილია II სწორედ იმ პერიოდში იქცა ქართველი ხალხისთვის ყველაზე სანდო ადამიანად, როდესაც ერის წინამძღოლი სჭირდებოდა ქვეყანას, როდესაც დაიწყო მძიმე დემოგრაფიული ვარდნა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ქართველი ერის ფიზიკური უწყვეტობა. სწორედ ამ პერიოდში უწმინდესმა მისი ჩვეული სიბრძნით დააწესა „საყოველთაო ნათლობა“ და ამით მსოფლიოს ყველა საერთაშორისო დემოგრაფი ექსპერტის ნეგატიური მოლოდინები დაამსხვრია. მეცნიერების აზრით, შობადობის გაზრდას უდიდესი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა, რაც საქართველოს არ ჰქონდა. პატრიარქმა ერთი ინიციატივით, ხალხისგან დიდი სიყვარულის ფასად, საკუთარი ავტორიტეტით შეძლო სასწაულის მოხდენა და შობადობის რაოდენობის დიდი ტემპებით ზრდა საქართველოში.

უწმინდესის ინიციატივა „საყოველთაო ნათლობის“ შესახებ უკვე გახდა მსოფლიოს დემოგრაფიული საზოგადოებისთვის ის ხელუხლებელი ქეისი, რომლის მიღწევაც მხოლოდ რწმენას და სიყვარულს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა საქართველოში, რასაც ყველა ველოდით (30 წლის წინანდელი პროცესების შედეგად), პატრიარქის ნათლულები იქნებიან ის შემდეგი თაობა, რომელიც დაიწყებს შობადობას და აუცილებლად მოგვცემს ბუნებრივ მატებას. მათი რაოდენობა საგრძნობლად დიდია და ეს იქნება საქართველოს ფიზიკური და სულიერი გადარჩენა.

მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე ასეთი ღვაწლისთვის! სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება მისი სახელი ჩვენს გულებში. სწორედ მისი ნათლულები არ მისცემენ მის სახელს დავიწყებას და გვჯერა, რწმენით და ეროვნული ცოდნით განაგრძობენ მათი ნათლიის - საქართველოს ისტორიის უდიდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ გზას.

დღეიდან უწმინდესი და უნეტარესი ილია II ზეციური საქართველოდან უწინამძღვრებს მის საყვარელ სამშობლოს! ჩვენ კი, მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად განვაგრძობთ იმ საქმეს, რაშიც წინ მიგვიძღოდა!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773834018

მსოფლიო

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი, თეირანში ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა და დასძენს, რომ დღეს „მნიშვნელოვანი სიურპრიზები“...

ისრაელ კაცი

1773833286

ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი კირილე: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო

ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიი...

რუსეთის პატრიარქი კირილე

1773833172

ახალი ამბები

„ჩელსის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტრასბურის ყოფილი მოთამაშე აწამა“ - მედიის გამოხმაურება კვარაცხელიას თამაშზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ საპასუხო მატჩში სამბურთიანი სხვაობით (3:0) დაამარცხა, რაშიც ისევ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წვლილი იყო, რომელიც კვლავ უეფამ მატჩის საუკ...

ხვიჩა კვარაცხელია

1773831852

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას: „ამ მძიმე წუთებში ნუგეშად შეგვიძლია გავ...

ააა

1773830533

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა - მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის

თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორეს გარდაცვალებას, - წერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე. როგორც მინისტრი აღნიშნავს, თავი...

გივი მიქანაძე