დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის განცხადებით, 17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო.

როგორც ცენტრში აცხადებენ, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი, ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

„დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება.

ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.

ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა - ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789847437

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია - აქციების დროს ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში

„ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევ...

ლევან მაჭავარიანი

1789846152

ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე „ევროპის თასზე“ თენგო ზირაქაშვილმა ( -73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან რუსი ბაგათირ აკაევი იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ზირაქაშვილმა ასევე...

თენგო ზირაქაშვილი

1789844415

ახალი ამბები

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები

„იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორი...

გიორგი გველესიანი

1789842994

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა: აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა

„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ი...

საქართველოს რკინიგზა

1789841620

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, დატრენინგებული ახალგაზრდები პოლიციას აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს

„რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია. მინიმუმ სამი საათი პოლიცია დგას გაუნძრევლად, მიდიან დატრენინგებული ახალგაზრდები, აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესრ...

ლევან მაჭავარიანი