გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები

„იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის“, - ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალების მიერ განხორციელებულ წნეხსა და რუსოფობიაზე საუბრობს.

გველესიანის განცხადებით, მანამ სანამ ქართული პოლიტიკური სივრციდან „გაფუჭებული მოღალატეები“ არ გაქრებიან მანამდე რაიმე სიკეთეზე საუბარი ზედმეტია.

„დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი თუ რა მოაქვს ფობიებს. ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს, არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი აი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგით მე ვერაფერს ვერ მატკენენ და მე, რაც არ უნდა იარლიყი მომაკერონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას მე ყველაფერში ვეთანხმებოდი, ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა, მაქვს უამრავი ჩემი პრეტენზიები.

თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის.
შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოღალატეები არსებობენ.

არსებობენ, მაგალითად, ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789836760

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ

„აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრა...

ლევან მაჭავარიანი

1789832677

ახალი ამბები

„არ შეიძლება ქალმა, დედამ, ასეთი სტატუსი დაწეროს“ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის დისკრიმინაციულ განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ეხებოდა, მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი განცხადებით, მედ...

 აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი

1789829480

ახალი ამბები

„ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ

„აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელი ლია შალვაშვილი „ნა...

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

1789827113

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიე...

გიორგი სოსიაშვილ

1789825119

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციონერებზე: მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნატა ფერაძის წინააღმდეგ Facebook პოსტის გამო ბერლინში სისხლის სამართლის საქმის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დ...

დავით მათიკაშვილ