ლევან მაჭავარიანი: როდესაც დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს, ვნახეთ, როგორი შეურაცხყოფის კამპანია დაიწყეს აგენტურის წარმომადგენლებმა, მათ ყველას ერთნაირი სახე აქვთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ბავშვების მიმართ გავრცელებულ დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმაურება და ამას ოპოზიციური აქტივისტების ამაზრზენ სახეს უწოდებს.
დეპუტატის განცხადებით, საზოგადოებას მსგავსი მიზანმიმართული ბულინგის კამპანია წარსულშიც უნახავს, როდესაც რადიკალური ჯგუფების სამიზნე ის მშობლები გახდნენ, რომლებმაც სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ეს არის, ზოგადად, ამ აგენტურის ამორალური და ამაზრზენი სახე, ისინი ყველანი ერთნაირები არიან. ამასთანავე მე გავიხსენებ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებზე როგორი ბულინგი განახორციელეს, როდესაც სახელმწიფომ ყველა ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩარჩოებში მოქცეულიყო ეს საკითხი და შემხვედრი ნაბიჯები გადადგმულიყო მშობლების მისამართით.
როდესაც მშობლებმა ამისთვის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს, ჩვენ ერთად ვნახეთ, თუ როგორი შეურაცხყოფის კამპანია დაიწყეს აი ამ აგენტურის წარმომადგენლებმა. მათ ყველას ერთნაირი სახე აქვთ, - ეს არის ამორალური და ყოვლად ამაზრზენი დაჯგუფება ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1789841620
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, დატრენინგებული ახალგაზრდები პოლიციას აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს
„რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია. მინიმუმ სამი საათი პოლიცია დგას გაუნძრევლად, მიდიან დატრენინგებული ახალგაზრდები, აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესრ...
1789839713
ახალი ამბებილაშა დარსალია: როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი, აქ ალბათ ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ
მინისტრის მოადგილის თქმით, აქ ალბათ, ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ. „მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპაზე, როგორც იდეაზე და ვლაპ...
1789837598
ახალი ამბებიგია აბაშიძე დარინა მიქელაძეზე: როცა სექტის მოტლიკინე ნაცპლანქტონები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს საჯაროდ იმ სიტყვებით მოიხსენიებენ, რომლებსაც მათი ბინძური ენა კარნახობს, ეს უბრალოდ უტიფრობა აღარ არის
„კიკუ ფსევდოუფლებადამცველების „თვალის ჩინი“ მხოლოდ მაშინ ინთება, როცა გრანტის გამცემი უბრძანებს. ხოლო როცა ბავშვების ღირსებას საჯაროდ ლახავენ, მათი ცნობილი „სამოქალაქო პოზიცია“ მაშინვე ქრება - უჩინმაჩ...
1789836807
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძლიერ ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ, დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი - შუა დერეფნიდან გამომდინარე
„დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1789836760
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ
„აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრა...































