დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გაამახვილა ყურადღება მხოლოდ ბერა ივანიშვილზე, რაც, საზოგადოების ნაწილში უარყოფითი განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად.

„აჭარა თაიმსის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოებაში ნეგატივის გაღვივების პროპაგანდისტული მცდელობა!
აჭარა თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში გზის გადაკეტვა ბერა ივანიშვილის ეკლესიაში მისვლის გამო მოხდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. ივანიშვილის ოჯახის წევრები წარსულშიც არაერთხელ ყოფილან ტაძარსა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადგილებში, თუმცა ამის გამო გზის გადაკეტვა არც მომხდარა და არც ხდება. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნეგატიური განწყობების გაღვივების მცდელობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა აჭარა თაიმსმა შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება და უარყოფითი ემოციები გამოეწვია. ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი - კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს.ორღობის მედია საშუალება, „აჭარა თაიმსი“, მორიგ ჯერზე ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან მათთვის მთავარი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის!“, - წერს ჩიხელიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784466719

ახალი ამბები

სოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს

„ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგ...

გიორგი სოსიაშვილი

1784463753

მსოფლიო

კანადასა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს - INDEPENDENT

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად, არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქ...

  მცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია

1784462560

ახალი ამბები

გაბი კამაევი: ადამიანთა ჯგუფი 10-15 კაცი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო

„მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ...

გაბი კამაევი

1784462478

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: მათი ფილოსოფია ასეთია - ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, უნდა იყოს დაგმობილი, ზიზღის ენა და პოლარიზაცია კი წინ უნდა იყოს წამოწეული

„საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალს, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1784459685

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკურ დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ბერა ივანიშვილის გამო იყო გადაკ...

 ცოტნე ანანიძე