პენიტენციური სამსახური: მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია, გამოირიცხა ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი, მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.
მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1784290090
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონი...
1784290028
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართ...
1784288204
საზოგადოებაგივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორ...
1784287168
ახალი ამბებისაქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი გულისხმობს, აღნ...
1784286269
ახალი ამბებიცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს
„მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს - მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაზე მეტი ნებელობა გამოიჩინა და აქტიური კამპანია დაიწყო“, - ამის შესახებ ოპოზი...




























