ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხეთ მაგით, ვინც ეგ იკადრეთ, ვინც მანდ ხართ და ტაშს უკრავთ, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ

მომღერალი ბექა ჩხაიძე ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტს, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს.

ბექა ჩხაიძე ნოდარ დუმბაძის მისამართით გაჟღერებულ შეურაცხყოფას გმობს და ვიდეოში აკრიტიკებს ვიდეოში მონაწილე პირებსა თუ აუდიტორიას, ვინც მწერლის მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა, ან ამ ფაქტს ოვაციით შეხვდა.

მისივე თქმით, ამ ქმედებით ავტორებმა შეურაცხყოფა მიაყენეს პირველ რიგში, თითოეულ გურულს და მათ „სამარცხვინო, სულით პატარა ხალხს“ უწოდებს.

„ახლა ჩამიგდეს ნოდარ დუმბაძეს როგორ აგინებს ეს ფარჩაკი „ნოლი“ ვიღაცა. და ის იმათ, ტაშს რომ უკრავენ. ეს პატარა ხალხი, ესენი... ესენი სულით და გონებით პატარა ხალხი. თავისუფალი კი არა, თქვენ ხართ თავისუფლების მონები! აი, ევროპის წაკუზული მონები ხართ თქვენ, მაგას თუ თქვენ თავისუფლებას ეძახით, რასაც აკეთებთ. თქვენ ამაზრზენო ფარჩაკებო! აი, ყველაფრით წინ ვართ თქვენთან, ყველანაირ შემხებლობაში წინ ვართ თქვენთან. და, აი არ მინდა... იმიტომ არ გაგინებთ, რომ რაღაცა აი, მინუსში დავრჩე, არ მინდა რა. აი, შენ ფარჩაკო, შენ, ვინც მაგას კადრულობ. ყოველთვის იმას ვიძახი, რომ მთელ გურულებს ერთი ბაბუა გვყავს-თქო ნოდარ დუმბაძის სახით-თქო და გვაერთიანებს ეს კაცი-თქო რა. და ეს პატარა კაცი, ეს ცხოვრებით პატარა კაცი, ვითომ რომ აი რაღაცა, აი ვითომ რას შვები შენ ფარჩაკო?! ნოდარ დუმბაძის არ იყოს... აი სიბერეში დამტირებელი არ გეყოლება შენ, მაგ გაგებით ვინც ცხოვრობ, აი შენ, ვინც ხარ ახლა, ვინც ეგ იკადრე რა. და ერთს გეტყვი, რომ ყველა გურულს შეეხე მაგით, განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხე მაგით. ფუი, შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე და აი, ვინც მანდ ხართ და ვინც მაგას ტაშს უკრავთ. თქვენ ხართ სამარცხვინო, ნოლი ხალხი! ვინც ეგ იკადრეთ და ვინც მანდ იცინით და რაღაცას ღლიცინებთ. აი, სულით პატარები, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. ფარჩაკები ხართ ცხოვრებით, აი ვინც ეგ იკადრეთ რა. მეტის თქმა... აი, არ ვიცი რა უნდა გითხრათ. აი, აი რა ვთქვა, არ ვიცი. სული ამეწვა ბიჭო, ნოდარ... აი, რა ქენით ამით? „ვაფშე“ რა ხელწერა გაქვთ? ხალხი ხედავს ამას, მარა რატო იუბედურებთ ასე ცხოვრებას? ეს რა არის ვაფშე, რა გაგებაა? რა ქენით ამით? ფუი თქვენი, ფარჩაკებო თქვენ! აი, ყველა გურულს შეეხეთ მაგით რა, ერთი იცოდე შენ, ჯიგარო, მანდ რომ იგინები. ყველა გურულს შეეხე მაგით! ფუი შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე“, - აცხადებს ჩხაიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784488108

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე, თუმცა...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გადაცემაში „იმედის კვირა“ იხსენებს, რომ ზეწოლის და იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ ჩაასწორებინეს ეუთოს, დასკვნა მაინ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1784486285

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში

ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავლში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1784482879

ახალი ამბები

სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გ...

მოძრაობა დროებით აიკრძალა

1784480774

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა,

1784479833

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო, „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ

გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ...

გიორგი გამსახურდია