დავით ჩიხელიძე: ევროკავშირმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გენდერული იდენტობის იდეოლოგიის ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მინიმუმ 221 მილიონი ევრო გამოყო

„ერთ ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ევროკავშირმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გენდერული იდენტობის/იდეოლოგიის ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მინიმუმ 221 მილიონი ევრო გამოყო“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიხელიძე წერს, ევროკავშირის პოლიტიკის შედეგად ხდება ქალთა და ბავშვთა უფლებების შელახვა.
„MCC Brussels-ის ახალმა მოხსენებამ აჩვენა, რომ რადიკალური გენდერული იდენტობის დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის და საკამათო პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, ევროკავშირის ფონდებიდან 221 მილიონ ევროზე მეტი გამოიყენეს. აგრესიული გენდერული დღის წესრიგი და რადიკალების მიერ განხორციელებული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიც არის ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ეროვნულ სუვერენიტეტი. მოხსენების ავტორია
სოციოლოგ ეშლი ფროული, ეს არის პირველი ყოვლისმომცველი გამოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებდა არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე, მაგრამ ძლიერი ქსელი ევროკავშირის გენდერულ პოლიტიკას.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
▪️ევროკავშირმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გენდერული იდენტობის იდეოლოგიის ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მინიმუმ 221 მილიონი ევრო გამოყო
▪️40,5 მილიონი ევრო გამოიყო, ტრანსგენდერთა ადვოკატირების ყველაზე რადიკალურ ჯგუფებზე
▪️64,95 მილიონი ევრო გამოიყო მხოლოდ ILGA-ისთვის მთელ მსოფლიოში, (გენდერული იდენტობის ადვოკატირების წამყვანი ჯგუფი)
ძირითადი ბენეფიციარები მოიცავს:
▪️ILGA-Europe (16 მილიონი ევრო, პლუს 65 მილიონი ევრო მის საერთაშორისო ჯგუფს)IGLYO (€6 მილიონი)
▪️ტრანსგენდერი ევროპა (TGEU) (4,6 მილიონი ევრო)
▪️ცენტრალური აზიის ლესბოსელების საზოგადოება (6.2 მილიონი ევრო)
▪️ორგანიზაცია Intersex International Europe (€1.2 მილიონი)
მინიმუმ 26 მილიონი ევრო გამოიყენეს აქტივისტებზე ორიენტირებული კვლევის დასაფინანსებლად, რომელიც ხელს უწყობს გენდერული იდენტობის იდეოლოგიას.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარული გავლენა აქვთ ევროკავშირის პოლიტიკაზე, ისინი ახდენენ კანონების ინიციირებას ან გარკვეული ჯგუფების მიერ, საკუთარი ინიციატივების ლობირებას.
აქტივისტები აყალიბებენ ევროკავშირის კანონებს: არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირდაპირი როლი ითამაშეს ევროკავშირის გენდერული პოლიტიკის შემუშავებაში, ხშირად მოქმედებენ საჯარო გამჭვირვალობის გარეშე. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩარევით, ევროკავშირმა ოფიციალურად მიიღო სტრატეგია ბავშვების თვითიდენტიფიკაციის შესახებ.
სახელმწიფოს კომპეტენციებში ჩარევა:
არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ ევროკავშირის დაფინანსებას ეროვნულ მთავრობებზე ზეწოლისთვის, რათა მიიღონ გენდერული იდენტობის კანონები, ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ მოსახლეობის ფართო ლეგიტიმაცია, როგორც ეს სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოს წევრების შემთხვევა, რეალურად ისინი ადამიანთა მცირე ჯგუფის ინტერესებს ატარებენ და არა ეროვნულ ინტერესებს, როგორც მათ ამის წარმოჩენა სურთ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ბავშვებში გენდერული ცვლილებები მშობლებისთვის დამალული იყოს.
ანგარიშები მიუთითებენ, რომ პორტუგალიაში სკოლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვის იდენტობის თვითგამორკვევას, მშობლების ჩართულობის გარეშე.
სამწუხაროდ, ევროპის მრავალ ქვეყანაში ლგბტქი-ინკლუზიური სავალდებულო სასწავლო გეგმები მშობლების შეშფოთების მიუხედავად ხორციელდება.
ფინანსდება ისეთ კვლევები სადაც ბიოლოგიური მამაკაცი(მამაკაცურობა) დემოკრატიის საფრთხედ არის მიჩნეული ჰორიზონტი ევროპა აფინანსებს იდეოლოგიურ პროექტებს, მათ შორის: („MEN4DEM“, 3 მილიონი ევროს მქონე კვლევა)
ევროკავშირის პოლიტიკის შედეგად ხდება ქალთა და ბავშვთა უფლებების შელახვა, მათი ეროზია და სტაგნაცია, ქალებისა და გოგონების დასაცავად თავდაპირველად შემუშავებული პოლიტიკა შეიცვალა გენდერული იდენტობის პოლიტიკამ, მოხდა იურიდიული ტერმინების ხელახალი განმარტება: „ქალთა მიმართ ძალადობიდან“ „გენდერულ ძალადობაზე“ გადასვლა, რაც ამცირებს ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის დაცვას.
სასკოლო პროგრამები დიდ ზიანს აყენებს ბავშვთა ფსიქიკას, რომელიც ილუზიაში ცხოვრობს და სრულად არის მოწყვეტილი რეალობას“, - წერს ჩიხელიძე.
1742888620
საზოგადოებაბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს ციხეში და „პერედაჩებს“ უგზავნის - მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო
შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ, განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პა...
1742888283
საზოგადოება🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...
1742888006
საზოგადოებაბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ყველა მაფრთხილებდა „ვითიბი ბანკში“, „რესპუბლიკა ბანკში“, რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით - იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან
გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის. თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“, - ამის შე...
1742887776
საზოგადოებაჯემალ ლეონიძე: „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება 11 მლნ დოლარად აგვესახა, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ, ორჯერ ვნახე
„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება აგვესახა 11 მლნ დოლარად, ასე თქვეს ჩემებმაო, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახ...
1742886900
საზოგადოებაპაპუაშვილი: ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ჩვენ ვხედავთ იმ წინააღმდეგობას, რასაც უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილი იწვევს
„ეს პოსტი და მასზე დართული სამი ვიდეოც სამი სხვადასხვა პირის მიერ სამ სხვადასხვა დროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაჟღერებულ ერთ იდენტურ გზავნილს ეხება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...