დავით ჩიხელიძე „იუთუბერ“ კაკოზე: ეს ტიპი გარკვეული პერიოდის წინ, სანამ კრედიტებს დააგროვებდა - პირდაპირ ეთერში იჯდა, აზარტულ თამაშებს, სლოტებს თამაშობდა და საზოგადოებას, ახალგაზრდებს ბინძურ და საშიშ მაგალითს აძლევდა

„სულ მინდოდა დამეწერა, ხმამაღლა მეთქვა და ახლა მგონია, ზუსტად მაგის დრო დადგა - ბევრი რამე რომ გავუტარეთ ჩვენ, საზოგადოებამ, უმრავლესობამ ეგრეთ წოდებულ „იუთუბერებს“, თავი რომ კიტრად მოაქვთ და აზრის გიგანტებად მიაჩნიათ - იმიტომ აუვარდათ კიდევ უფრო მეტად თავში და დგანან აქ და მორალს გვიკითხავენ“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „იუთუბერ“ ნიკა კაკოიშვილის განცხადებაზე რუსეთში მოგზაურობის შესახებ.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „იუთუბერი“ გარკვეული პერიოდის წინ, სანამ კრედიტებს დააგროვებდა - პირდაპირ ეთერში იჯდა, აზარტულ თამაშებს, სლოტებს თამაშობდა და საზოგადოებას, ახალგაზრდებს ბინძურ და საშიშ მაგალითს აძლევდა. ექსპერტის შეფასებით, ამ წარსულის ხალხი, ბავშვების გაფუჭებაში რომ წვლილი აქვთ შეტანილი არ უნდა მორალისტობდნენ და მით უფრო ჭკუას არ უნდა გვარიგებდნენ, როცა მავნებლური წარსული „უმაგრებთ ზურგს“.

„სულ მინდოდა დამეწერა, ხმამაღლა მეთქვა და ახლა მგონია, ზუსტად მაგის დრო დადგა - ბევრი რამე რომ გავუტარეთ ჩვენ, საზოგადოებამ, უმრავლესობამ ეგრეთ წოდებულ „იუთუბერებს“, თავი რომ კიტრად მოაქვთ და აზრის გიგანტებად მიაჩნიათ - იმიტომ აუვარდათ კიდევ უფრო მეტად თავში და დგანან აქ და მორალს გვიკითხავენ. ეს ერთ-ერთია - ვინმე კაკო, რომლის არც სახელი ვიცი, არც გვარი და დიდად არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა მისი გულის ამრევი მორალისტობა და ყალბი მედასავლეთეობა! აი ეს ტიპი გარკვეული პერიოდის წინ, სანამ კრედიტებს დააგროვებდა - პირდაპირ ეთერში იჯდა, აზარტულ თამაშებს, სლოტებს თამაშობდა და საზოგადოებას, ახალგაზრდებს ბინძურ და საშიშ მაგალითს აძლევდა. ჰოდა, ბიჭო ამ წარსულის ხალხი, ბავშვების გაფუჭებაში რომ წვლილი გაქვთ შეტანილი რას მორალისტობთ? დაეგდეთ რა თქვენთვის და აკეთეთ რასაც აკეთებთ, ანუ ფული. შეეშვით ჭკუის დარიგებას, როცა მავნებლური წარსული „გიმაგრებთ ზურგს““, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769778451

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი

1769775771

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: ტექნიკურ უნივერსიტეტზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, ჯავახიშვილი პირველი უნივერსიტეტი არ ყოფილა, ისტორია გადაწერეს ფაქტობრივად - ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური მიმართულებით ნახევარზე ბევრად ნაკლები სტუდენტი სწავლობს თურმე

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას, სოცია...

ვახტანგ თოფურია

1769774418

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ

ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. გამსახურდია მიმართავს პროტესტის მ...

გიორგი გამსახურდია

1769772646

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმ...

მარიამ ქვრივიშვილი

1769771226

ახალი ამბები

საქსტატი - 2025 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 15 მილიარდი ლარი დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შე...

უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში