ნინო წილოსანი ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ „პოს ტვ“-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე: ამ ფაშისტურ დაჯგუფებას თავისი მფარველებიც ჰყავს, რომლებიც მათ აფინანსებენ, ახალისებენ და დუმილით ეთანხმებიან ქალების უხამსი სიტყვებით მოხსენიებას
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „პოს ტვ“-ის ჟურნალისტ ნათია კვარაცხელიაზე ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან შეურაცხყოფას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას მხარდაჭერას უცხადებს.
წილოსანის განცხადებით, ისინი, ვინც კვარაცხელიას თავს ესხმიან, ევროპულ ღირებულებებს არიან ამოფარებულნი, სინამდვილეში კი, ფაშისტურ დაჯგუფებას ემსგავსებიან. მისივე თქმით, ამ ფაშისტურ დაჯგუფებას თავისი მფარველებიც ჰყავს, რომლებიც მათ აფინანსებენ, ახალისებენ და დუმილით ეთანხმებიან ადამიანების სხვადასხვაგვარ შეურაცხყოფას, რაშიც, წლების განმავლობაში ატრენინგებდნენ კიდეც აქტივისტებს. "ეს ჟურნალისტი ნათია კვარაცხელიაა და მასთან არაერთხელ მქონია საქმიანი გადაკვეთა. ნათია ძალიან მაგარი გოგოა - მამაცი და თავისი საქმის პროფესიონალი. სწორედ ამიტომ, ის არაერთხელ გამხდარა ბულინგის, თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი რადიკალების მხრიდან. მაგრამ ეს პოსტი ამაზე არ არის. ისინი, ვინც ნათიას თავს ესხმიან, ევროპულ ღირებულებებს არიან ამოფარებულნი.
სინამდვილეში კი, სწორედ ევროპულ ფასეულობებს თელავენ ფეხქვეშ და ფაშისტურ დაჯგუფებას ემსგავსებიან. უფრო მეტიც, ამ ფაშისტურ დაჯგუფებას თავისი მფარველებიც ჰყავს, რომლებიც მათ აფინანსებენ, ახალისებენ და დუმილით ეთანხმებიან ადამიანების შეურაცხყოფებს: ქალების უხამსი სიტყვებით მოხსენიებას, ზიზღის და სიძულვილის დათესვას და ადამიანების სოციალურ ჩაგვრას. პრინციპში, სწორედ ამაში ატრენინგებდნენ წლების განმავლობაში და ამ ტრენინგებს ისინი თითოეული ჩვენგანის მიმართ მშვენივრად იყენებდნენ. ნათია გამონაკლისი არ არის, მაგრამ აქ, ამ პოსტით, ნათიას მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო. როცა შენს მიმართ ასეთი უღირსი მეთოდებით იბრძვიან, ცხადია, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვის მხარეს არის…“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
1769775771
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: ტექნიკურ უნივერსიტეტზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, ჯავახიშვილი პირველი უნივერსიტეტი არ ყოფილა, ისტორია გადაწერეს ფაქტობრივად - ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური მიმართულებით ნახევარზე ბევრად ნაკლები სტუდენტი სწავლობს თურმე
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას, სოცია...
1769774418
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ
ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. გამსახურდია მიმართავს პროტესტის მ...
1769772646
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმ...
1769771226
ახალი ამბებისაქსტატი - 2025 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 15 მილიარდი ლარი დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შე...
1769770759
ახალი ამბებიჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია აქციზის განაკვეთით, რომელიც ჩვენთან სამჯერ უფრო ნაკლებია, თუმცა, ვაგრძელებთ მუშაობას კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების კლებისთვის
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში, შევხვდით საწვავის კომპანიების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განვიხილეთ საწვავზე ფასწარმოქმნის სისტემა, -...































