მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმსჯელეს როგორც საქართველოში, ისე გლობალურად არსებულ მდგომარეობაზე საწვავის ფასებთან მიმართებით.
„ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საწვავის ფასები საქართველოში საგრძნობლად ნაკლებია ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკით უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებით, რომელიც, საშუალოდ, სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აქციზის საფასურია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპაში.
„ამ ფაქტის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ ერთიანი ძალისხმევით რა რესურსი შეიძლება მოიძებნოს საწვავზე ფასების შემცირებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
1769768252
ახალი ამბებილევან კოჭლოშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა
ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის მოსმენის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ძალები მაინც აგრძელებენ სცენარით თამაშს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი...
1769765680
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე: ჩვენ მეტი გვჭირდება - ტექნიკური მიმართულება აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე უნდა გადავიყვანოთ, დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას სპეციალისტების ნაკლებობა არის ყველა მიმართულებით
„ჩვენ გვექნება ერთიანი უნივერსიტეტი - როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით იქნება უმაღლესი დონის განათლება. რესურსების ერთიანი კონცენტრაცია თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ყველას,...
1769764041
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი
გრანტების საკითხში მთავარი პრინციპია, რომ საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ. ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი, –...
1769761054
ახალი ამბები2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა
2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დეკემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა...
1769760816
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიუღებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას
იმ მომენტშივე, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაც...































