ნოდარ ბოკერია: ოპოზიციას ვურჩევ, უსაფუძვლო და ულოგიკო კრიტიკის ნაცვლად დისკუსიაში ჩაერთოს და მმართველ გუნდთან ერთად იმსჯელოს არსებული პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე

„რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოეთიდან მიღებული დირექტივებით გადაწყვიტა კვლავ დაეზიანებინა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დაიწყო ტყუილზე აგებული კამპანია“, - აღნიშნული განცხადება ნოდარ ბოკერიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ოპოზიციას ურჩია უსაფუძვლო და ულოგიკო კრიტიკის ნაცვლად დისკუსიაში ჩაერთოს და მმართველ გუნდთან ერთად იმსჯელოს არსებული პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

„ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც ხუთჯერ შეეცადნენ, რომ ძალადობრივი რევოლუციის გზით დაემხოთ პროეროვნული მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ამის სანაცვლოდ ქვეყნის სათავეში მოეყვანათ ისეთი აგენტურა, რომელიც მეორე ფრონტს თვალის დაუხამხამებლად გახსნიდა. ეს რომ ასე მომხდარიყო, დღეს იმის საშუალება, რომ აქ ვმსხდარიყავით და თბილისის განვითარების ალტერნატივებზე გვემსჯელა, ნამდვილად არ გვექნებოდა“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

მისივე სიტყვებით, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა პირდაპირ აღნიშნა, რომ შავი ფულით ოპოზიციის დაფინანსების გზებს ეძებენ.

„ამაზე საზოგადოების რეაქციაც ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ვიხილეთ რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. თუ ადამიანი ხარჯავს ფულს, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მას გამჭვირვალობასთან პრეტენზია არასოდეს ექნება“, - დასძინა ნოდარ ბოკერიამ.

საკრებულოს წევრი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფასების დარეგულირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრები როგორც სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლებთან, ასევე მწარმოებლებთან ამ ამოცანის გადაჭრისკენ მიმავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769778451

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი

1769775771

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: ტექნიკურ უნივერსიტეტზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, ჯავახიშვილი პირველი უნივერსიტეტი არ ყოფილა, ისტორია გადაწერეს ფაქტობრივად - ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური მიმართულებით ნახევარზე ბევრად ნაკლები სტუდენტი სწავლობს თურმე

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას, სოცია...

ვახტანგ თოფურია

1769774418

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ

ვაიმე, თსუ და სტუ შეაერთეს! ამას გაჰკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. გამსახურდია მიმართავს პროტესტის მ...

გიორგი გამსახურდია

1769772646

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმ...

მარიამ ქვრივიშვილი

1769771226

ახალი ამბები

საქსტატი - 2025 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 15 მილიარდი ლარი დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შე...

უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში