დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს – საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს. ჩიხელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში რუსეთთან ურთიერთობებს არ აკრიტიკებდნენ, დღეს „რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად“ იქცნენ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ“.

„პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს და ზუსტად ასახავს იმ ორმაგ სტანდარტს, რომლითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობრები დღეს რუსეთის და რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად იქცნენ, რაც მთავარ პრობლემას და მათ რეალურ სახეს ავლებს, მათ გული უკრაინაზე შესტკივათ და არა საქართველოზე, ლოგიკურად პურივით უნდა იყოს, ოპოზიციის ამოსავალ წერტილს საქართველო უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ.... ოპოზიციის პრობლემა არის, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20% დაგვაკარგვინა, დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ქართველი დევნილად იქცა, დაინგრა და განადგურდა ჩვენი ქალაქები და სოფლები, მაგრამ მაშინ ამ ადამიანებს ასეთი რადიკალური რუსოფობია არ ჰქონიათ. პირიქით, რუსი ტურისტი, რუსული ფული და რუსეთთან ურთიერთობა მათთვის სრულიად მისაღები იყო. 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო და უცებ რუსოფობია მათთვის უმთავრეს პოლიტიკურ ვალდებულებად იქცა. ეს უბრალოდ პოლიტიკური ფერისცვალება და პოზიციის ცვლილება არ არის, ეს არის დაქვემდებარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, დავალება მოდის და სრულდება ისე, რომ ოპოზიციად წოდებულ ქვეყნის მტრებს ცვლილების შეტანის და მანევრის უფლება არ აქვთ, სხვა შემთხვევაში, როგორ ავხსნათ ეს აბსურდი - საქართველოს ოკუპაციაზე დუმილი, უკრაინის ომზე ისტერიული რუსოფობია? გამოდის, საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა მათთვის უკრაინის ტერიტორიის დაკარგვაზე ნაკლებად მტკივნეულია. ეს ადამიანები გვესაუბრებიან სამშობლოს სიყვარულზე?“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785838025

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

„ქართული ოცნების“ დეპუტატი თორნიკე ფაღავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, რომელიც გარე პატრო...

თორნიკე ფაღავა

1785837580

ახალი ამბები

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულის პარტია

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ 5 აგვისტოს დაგეგმილი პარტიული ყრილობის შესახებ ჟურნალისტებთან სა...

კახა კალაძე

1785835355

ახალი ამბები

ცხინვალში ე.წ. მილიციამ იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო

ცხინვალის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ქალაქის 59 წლის მკვიდრის ბინაში იარაღი და საბრძოლო მასალებია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. „ამოღებულია 7,62 კალიბრის „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტ...

 იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო

1785834517

საზოგადოება

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „დღეის მდგომარეობით...

ნესვი

1785834257

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!

„საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!“, - წერს სოციალურ ქსელში...

ნინი წილოსანი