დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს - ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794551985

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედრო...

პაატა სალია

1794550707

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა. გივი მ...

გივი მიქანაძე

1794549965

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს

„აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, საკონსტიტუციო სარ...

ლევან მაჭავარიანი

1794548293

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გ...

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი

1794547234

ახალი ამბები

ანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

ანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მხარეებ...

მიხეილ ყაველაშვილი