დავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა.

დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ
ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ.

ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს დავით კიკნაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793255403

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზა...

პოლიცია პოლიცია

1793254526

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რ...

დაკავება

1793254362

საზოგადოება

პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრ...

პაატა სალია

1793220694

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას

„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამე...

გიორგი გაბუნია

1793219969

ახალი ამბები

საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანა...

საქართველოსა და თურქეთი