პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული უკანონო შემოსავლის საქართველოში გათეთრების მიზნით, მასთან აფილირებული პირის სახელით, საქართველოში 132 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რაც შემდგომში ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა და მიღებული 68 900 ევრო, აფილირებული პირის საბანკო ანგარიშის გამოყენებით, საზღვარგარეთ, ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე გადაიგზავნა.

მოგვიანებით, ბრალდებულმა უძრავი ქონება გადააფორმა პირველადი ფიქტიური მესაკუთრის დედის სახელზე, რითაც დამატებით შენიღბა უკანონო შემოსავლით შეძენილი ქონების რეალური მესაკუთრის ვინაობა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, უკანონო შემოსავლით შეძენილი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793260187

საზოგადოება

გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, -...

კახიანი

1793257114

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს...

 უაქციზო სიგარეტი

1793255403

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზა...

პოლიცია პოლიცია

1793254526

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რ...

დაკავება

1793254362

საზოგადოება

პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრ...

პაატა სალია