პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წელია, ამოწმებენ, და მინდა, გითხრათ, რომ ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ეგრეთ წოდებული CPT-ის, ბოლო ვიზიტი დასკვნებში აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გამოკითხულთა შორის არ გამოვლინდა ძალადობის ნიშნები. პირიქით, ხაზს უსვამდნენ, რომ პენიტენციურის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მინისტრის განმარტებით, სამინისტროს მიზანია ნებისმიერ დარღვევაზე დროული და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„არცერთი სისტემა, რაც უნდა წარმატებული და განვითარებული იყოს – პენიტენციურ სისტემაზეა საუბარი, არ არის დაზღვეული მსგავსი შემთხვევებისაგან, სადაც შეიძლება, მოხდეს გარკვეული ძალადობა. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვევები. აქ სახელმწიფოს როლი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ის, რომ პირველ რიგში სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე და შესაბამისმა ორგანოებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793217513

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვინ გააკეთა იმაზე მეტი საქმე რუსეთისთვის, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - ეს იყო ხელისუფლება, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცეს

„ვინ გააკეთა იმაზე მეტი საქმე რუსეთისთვის, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს იყო ხელისუფლება, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცეს“, - განაცხ...

გიორგი გაბუნია

1793217462

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: გარე სპონსორების ხელშეწყობით ცდილობდნენ, რომ საქართველოში რევოლუცია გამოეწვიათ, სისხლი, ომი, ცეცხლი - ესაა ამ რეჟიმის სახე და ხელწერა, რაც ჩვენ საზოგადოებას არ სჭირდება

„ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა. ამ შემთხვევაში, საუბარია სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს ამ დანაშაულებრივი ძალის საქმიანობა...

გიორგი გაბუნია

1793215851

ახალი ამბები

პაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში

იუსტიციის მინისტრი, „ღამის კურიერის“ ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება. პაატა სალიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყვნენ თუ არა აღნიშნული პი...

პაატა სალია

1793214784

ახალი ამბები

პაატა სალია დავითაძის საქმეზე: ეს იყო პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ არეულობა​ მოჰყოლოდა

„ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილა...

პაატა სალია

1793214224

ახალი ამბები

პაატა სალია: სადამსჯელო სისტემის შემქმნელი ადამიანები და მათი მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას

„დესტაბილიზაციის მცდელობების უკან დგანან ის ადამიანები, რომელთა შექმნილია იყო სადამსჯელო სისტემა“, - განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. პაატა სალიას თქმით, ევ...

პაატა სალია