კახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ
მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ.
გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქციების აღების ფაქტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა „მარჯანიშვილის“ მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია გეგმავს მარჯანიშვილის მოედნის რეაბილიტაციას, რაც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება მოვაჭრეებს, მერის განცხადებით, მათ არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, თუმცა უშედეგოდ.
„აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის მათი მდგომარეობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ასევე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ. მერწმუნეთ, არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე.
შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. უკვე მოძიებულია ასეთი სავაჭრო ადგილები - „ქალაქის გული” და „თერგი”. „მარჯანიშვილის“ მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ, ამ სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დაავალა ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიას, კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ადამიანებს და დეტალურად გააცნოს, თუ რას სთავაზობს თბილისის მერია მათ.
ამასთან, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ.
„ხაზი მინდა გავუსვა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების შრომას, რომლებიც არაერთი წინააღმდეგობის და სრულიად დაუმსახურებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და აღასრულებენ კანონს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და დაცული იყოს თბილისელების ინტერესები. მადლობა, რომ დგახართ თბილისის სადარაჯოზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1793254362
საზოგადოებაპაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრ...
1793220694
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას
„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამე...
1793219969
ახალი ამბებისაქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანა...
1793218481
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: 14 წელი არის ის უნიკალური და უპრეცედენტო პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ
„ისინი პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, არამედ ისინი არიან ძალა, რომელთაც აქვთ ერთი მიზანი - ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტ...
1793217758
ახალი ამბებიპაატა სალია: 2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე
„გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო სწორედ ის სისტემური პრობლემები, და რაც იყო მაშინ, იმ დროს მოქმედ პენიტენციურ სისტემაში და 2...



























