კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დროს თანმხლები შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული“, - განაცხადა მერმა.
თბილისის მერმა განმარტა, რომ გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია - განახლება მომავალ წელს იგეგმება.
„ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნა კალაძემ.
1793254362
საზოგადოებაპაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრ...
1793220694
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას
„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამე...
1793219969
ახალი ამბებისაქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანა...
1793218481
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: 14 წელი არის ის უნიკალური და უპრეცედენტო პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ
„ისინი პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, არამედ ისინი არიან ძალა, რომელთაც აქვთ ერთი მიზანი - ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტ...
1793217758
ახალი ამბებიპაატა სალია: 2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე
„გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო სწორედ ის სისტემური პრობლემები, და რაც იყო მაშინ, იმ დროს მოქმედ პენიტენციურ სისტემაში და 2...



























