დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება
საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASPs) ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს, რაც სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ.
მისი თქმით, სებ-ის მოქმედი რეგულირების ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება და მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომპანიებისთვის მკაფიო მოთხოვნებს აწესებს.
დავით კიკვიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან დაიცვან როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო მოთხოვნები, მათ შორის, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული პრინციპები.
„შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ დასანქცირებული კომპანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი არ ყოფილა და ეროვნული ბანკისთვის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სტატუსის მისაღებად არ მიუმართავს.
„დასანქცირებული კომპანია არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს და რეგისტრაციის მისაღებად არ მიუმართავს ეროვნული ბანკისთვის. ასევე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას უკვე შეუწყდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში“, - განაცხადა მან.
მისი შეფასებით, კონკრეტული კომპანიის შემთხვევა არ უნდა განზოგადდეს საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირებულ ბაზარზე, რადგან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტები შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან.
„ამრიგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ჯანსაღად ვითარდება “, - დასძინა დავით კიკვიძემ.
1786362035
ახალი ამბები„სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს. კერძოდ, ანანიძე იშველიებს კონდ...
1786359292
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ო...
1786358960
ახალი ამბებიდედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფ...
1786355215
ახალი ამბებიკახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...
1786353669
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია
„როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდ...































