კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარს ეხებოდა.
მისი განმარტებით, ქვეყნის პრემიერის განცხადება ეფუძნება რეზოლუციას, რომელსაც ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება აწერდა ხელს.
„ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია. არაფერი სხვა არ თქმულა. რეზოლუციაზე ხელია მოწერილი. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა და გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა. იმ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და ქმედებებმა, რაც განხორციელდა, უმძიმესი შედეგები მოგვიტანა, რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც ვიმკით და უდიდესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, მომხდარი ფაქტები წარმოაჩინონ სხვანაირად, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში სხვა რამ წერია.
„რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ არ არის აუცილებელი, ვინმეს განმარტება, ან კომენტარი, თუნდაც, ამ შემთხვევაში, ჩემი. არსებობს კონკრეტული ვიდეოკადრები, ბძანებები, რომელთაც ხელს აწერდა მიხეილ სააკაშვილი. ამოიღეთ ეს ყველაფერი და ყველა კითხვაზე გაგცემთ შესაბამის პასუხს, რომელიც გაწუხებთ და გინდათ, რომ რაღაცნაირად შეცვალოთ ის, რაც იყო. არ გამოგივათ, რადგან ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებაც კარგად არის ინფორმირებული და ამის მტკიცებულებები არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო. დოკუმენტად შეგიძლიათ, გამოიყენოთ რეზოლუცია. ყველაფერი მოცემულია კონკრეტული ფაქტებით. თუ ეს ეს ყველაფერი ასე არ იყო და სხვანაირად იყო, მაშინ რატომ მოაწერეს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი? ამ ადამიანების პოლიტიკის შედეგია ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა. ეს არის სამწუხარო რეალობა და იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად გაეცემა პასუხი. ყველა მოღალატემ და დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2008 წელს საქართველოში შეჭრის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს იყო ხელმოწერილი.
„თუ ეს ყველაფერი იცოდნენ, რომ მზადდებოდა ავანტიურა, არ იმოქმედეს და არ გაატარეს შესაბამისი პოლიტიკა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ რეალობას, რაზეც გესაუბრებით და რაც, სამწუხაროდ, მოხდა. თქვენ რასაც მეუბნებით, თუ ეს მართალია, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? გამოდის, რომ წინა ხელისუფლებამ იცოდა ეს ყველაფერი და არ გადადგა შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები. ეს ხომ უცებ, ერთ-ორ დღეში არ მომხდარა? ეს ხომ პროცესი იყო? დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, რადგან არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ყველა მიმართულებით მუშაობდნენ. ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ ამ ყველაფერზე, მით უმეტეს, როცა ტელევიზიით ჟღერდებოდა. თუ იცოდნენ, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, არსებობდა პრობლემა და არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია. ის, რომ ქვეყანას ომი ვერ აარიდეს, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც სააკაშვილის ავანტიურული ქმედებებით ხორციელდებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































