დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია
„როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა?“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის შეფასებით, მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების აქტიურ მხარდამჭერებად პოზიციონირებენ, თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ. მისივე თქმით, პრობლემა თავად რუსეთში კონცერტის ჩატარება, იქ მუშაობა ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობა არ არის.მთავარი საკითხი იმ ადამიანების პოზიციისა და ქმედებების შეუსაბამობაა, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ ქმედებებს, რომლებსაც თავად ახლო წარსულში ახორციელებდნენ.
„საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქცევაში აშკარად იკვეთება ორმაგი სტანდარტი, მონური მორჩილება და გაცვეთილი პატრიოტიზმი. როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდე უკრაინის დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ თითქმის ურეაქციოდ შეხვდე იმ ფაქტს, რომ საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და ასობით ქართველი დაიღუპა? პატრიოტიზმი მხოლოდ სიტყვა და სიტყვები არ არის, ის საკუთარი ქვეყნის მიმართ ემოციური კავშირი და მორალური პასუხისმგებლობაა. ამიტომ სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ სხვისი ქვეყნის ტრაგედია შენში გაცილებით ძლიერ ემოციას იწვევს, ვიდრე საკუთარი სამშობლოს ტრაგედია, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულებას შორის? მოჩვენებითი პატრიოტიზმი და აღშფოთება, განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც დღეს რუსეთთან დაპირისპირების ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. 2008 წლის ომის შემდეგ კი, როდესაც საქართველოს ტერიტორიები იყო ოკუპირებული, ისინი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას დადებით მოვლენად აფასებდნენ. მეტიც, ომიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ კონკრეტული ადამიანები რუსეთში საქმიანობდნენ, მართავდნენ კონცერტებს და მონაწილეობდნენ იმ ქვეყნის კულტურულ ღონისძიებებში, რომლის სამხედრო აგრესიასაც საქართველო სულ რამდენიმე თვის უკან ჰქონდა განცდილი. აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანებს ოდესმე რუსეთში კონცერტი ჰქონდათ, იქ მუშაობდნენ ან კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობდნენ. პრობლემა არის, მათი ცხოვრების წესი, უპრინციპულობა და ორმაგი სტანდარტი, ისინი დღეს აპროტესტებენ, ქმედებას, რომელსაც ახლო წარსულში თვითონ სჩადიოდნენ, პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი. ვერ იქნები საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, თუ შენი ქვეყნის ტრაგედია შენთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ხოლო სხვა ქვეყნის ომი გულწრფელი ემოციისა და მორალური აღშფოთების მიზეზი, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ სიტყვა „სამშობლო“ შენთვის ღირებულება კი არა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია“, - წერს ჩიხელიძე.
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...
1786342669
მსოფლიოტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრო...
1786340627
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული
გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის გ...
1786339264
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ან უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა
ეს არის ბოროტი სიცრუე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ეს განცხადება მი...































