დავით მათიკაშვილი – აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მათთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის ჭეშმარიტი და ასეც გაგრძელდება
„ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ის ბედ-იღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, აგენტურული ოპოზიცია ერთმანეთში ვერ ლაგდება.
„წარმოგიდგენიათ, რაიმე ფორმითა და მექანიზმით მათ ხელში ხელისუფლება რომ ჩაეგდოთ ამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებდნენ? როგორ აქვთ ერთმანეთისადმი განწყობა, სად არის ის პარტიული ხაზი, რომელიც პარტიას ლაიტმოტივად შეიძლება, გასდევდეს. როგორ იცვლებიან ისედაც გაცვეთილი სახეები ბელადის ერთი გადაწყვეტილებით. ამ ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს. აგენტურას არანაირი ადგილი არ აქვს და არ ესაქმება ქვეყნის მართვაში. მათთვის ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც საზოგადოების მიერ არის გამოტანილი, არის უტყუარი და ჭეშმარიტი და ეს ასეც გაგრძელდება. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებაც იქნება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, ამ რადიკალურ აგენტურულ ოპოზიციას გააქრობს პოლიტიკური ველიდან. რაც შეეხება ალიანსს, იქაც მსგავსი, ანალოგიური ვითარებაა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფია, ისევ გაცვეთილი პოლიტიკური სახეებით. ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს, საკუთარ ამბიციებში იხრჩობიან და ამ დიდ ორომტრიალში, ჭაობში ითრევენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე ფორმით არის ამ აგენტურულ ოპოზიციასთან დაკავშირებული პოლიტიკურად. საზოგადოების მიერ მათთვისაც უკვე გამოტანილია განაჩენი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
1782991047
ახალი ამბებიკახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას! წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყოს ეს დღე თქვენს ცხოვრებაში, მჯერა, რომ შეძლებთ საკუთარი ცოდნისა და უნარების ღირსეულად წარმოჩენას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს. „ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას! წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყ...
1782990752
ახალი ამბები„ნუ ისვამთ წურბელებს კანზე“ - ინფექციონისტი აცხადებს, რომ ერთ კვირაში წურბელებით გამოწვეული კანის ინფექციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ერთ კვირაში წურბელებით გამოწვეული კანის ინფექციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. „ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია ან საერთოდ რატომ...
1782989958
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა ოპოზიციას და „ენჯეო“ სექტორს: ამერიკელებმა ყური აგიწიეს, კუთხეში დაგაყენეს და პრემიერ კობახიძის გამოსვლის მშვიდად მოსმენა მოგისაჯეს?
„ო, როგორ საცოდავად და სამარცხვინოდ გამოიყურებოდნენ გუშინ, აშშ -ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მიძურწული ბუდარა ბოკერია, ბუდარიხა ჩერგოლეიშვილი, ბაბუცა და სხვა ოლე-ოლა ნაცლიბერალები, ეს ლუზერი რადი...
1782988299
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც მამუკა მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო
„პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლი...
1782988115
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა, ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ისაუბრა, სოცია...






























