გია ვოლსკი: სააკაშვილის ერთადერთი ხედვაა, ქვეყანამ როგორმე ის ცეცხლი და ცრემლი გაიაროს, რაშიც დღეს უკრაინაა, რომ შემდეგ ფერფლიდან აღდგეს და „ნათელ მომავალში“ გადაინაცვლოს

სააკაშვილის გამონათქვამები არ შეიძლება, სერიოზულად მიიღო. დარწმუნებულია, რომ რაღაც არაოფიციალური ფრაზების გამოყენებით საკუთარ რენომეს აღადგენს, რაც რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ერთადერთი ხედვაა, ქვეყანამ როგორმე ის ცეცხლი და ცრემლი გაიაროს, რაშიც დღეს უკრაინაა, რომ შემდეგ როგორმე ფერფლიდან აღდგეს და „ნათელ მომავალში“ გადაინაცვლოს.

„გავიგეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში კაბო-ვერდეს გულშემატკივრობს, რადგან კაბო-ვერდელი გოგო მოსწონდა პირველ კურსზე, როდესაც კიევში საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლობდა. სასაცილო არაფერია, არაადეკვატური ადამიანია და ეს არაადეკვატურობა, გარკვეულწილად, განაპირობებს სექტის ჩამოყალიბებას, რომლის წევრები მისი ერთგული და თავდადებული მხარდამჭერები არიან.

თავს უფლებას აძლევს, რაც უნდა იმას ამბობს - უნდა ხაბეიშვილს დაამცირებს, უნდა ბოკუჩავას და, სულ მალე, ალბათ ჟორჟოლიანსაც მიადგება. ეს არის მისი პიროვნების თვისება, მაგრამ ეს პიროვნება იმავენაირად ექცეოდა ყოველთვის საკუთარ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, თორემ ხაბეიშვილზე და ბოკუჩავაზე რას იტყვის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ზოგადად, მისი ერთადერთი ხედვაა ქვეყანამ როგორმე ის ცეცხლი და ცრემლი გაიაროს, რაშიც დღეს უკრაინაა, რომ შემდეგ როგორმე აღდგეს ფერფლიდან და „ნათელ მომავალში“ გადაინაცვლოს.

„ნაცმოძრაობას“ პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ქვეყანა დაემხობა, გაცალმტვერდება, დაინგრევა ეკონომიკურად და ფიზიკურადაც, როგორც მათ წარმოუდგენიათ და შეიძლება, მხოლდ მაშინ სააკაშვილის ფრთამ მართვის სადავეებს მიაღწიოს, რომელსაც ქართული საზოგადოების ნაცვლად სულ სხვა ხალხი გადაიბარებს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, ერთმანეთთან კინკლაობის გარდა თავი ჯერ არაფერში გამოუჩენიათ.

„შეფასებები და საუბარი საქართველოზე და მის მომავლზე აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 2012 წლამდე მუდმივად ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ, როგორმე პრობლემა შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. „ალიანსში“ გაერთიანდებიან, თუ „ალინსის“ გარედან იქნებიან შემოძახილებით დაკავებულები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

არავისგან არასოდეს რაიმე მწყობრი გეგმა ან ამოცანა არ გაგვიგია, გარდა იმაზე საუბრისა, რომ ხელისუფლება პრორუსულია, რასაც ვერანაირი ფაქტით ვერ ადასტურებენ. და მეორე თემაა, არჩევნები გაყალბდა, რაც რეალობაში არ მომხდარა. მათი ინტელექტუალური დიაპაზონი ამ ორი თემითაა შეზღუდული. სხვა შეკვეთა არც აქვთ. პროდასავლურობის დემონსტრირება უნდათ ამ უნიათო ხერხებით და საზოგადოება კი აღარ ახსოვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782997309

მსოფლიო

თურქეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუღლას პროვინციაში, დატჩას რაიონის სანაპიროსთან, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

1782996849

ახალი ამბები

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილის „არალეგიტიმურობის“ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბერი თამარ ჩერგოლეიშვილის „არალეგიტიმურობის“ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო. მისი განცხადებით, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰ...

ნიკა ობოლაძე

1782995278

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: ირეგულარი რაზმაძე და „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ, კარგია, რომ ჩვეული დებოში არ მოაწყვეს

„ირეგულარი რაზმაძე და საეჭვო რეპუტაციის მქონე „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების...

შაკო კუჭაშვილი

1782995130

ახალი ამბები

საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური ვერცხლის და ექვსი ინდივიდუალური მედლით დაასრულა

საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური ვერცხლის და ექვსი ინდივიდუალური მედლით დაასრულაშოტლანდიის ქალაქ სტირლინგში სუმოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ინფორმაციას სა...

საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა

1782992516

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი – აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, ის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მათთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის ჭეშმარიტი და ასეც გაგრძელდება

„ხელგამოწვდილი და მათხოვრად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ის ბედ-იღბალია, რომელიც საკუთარი დესტრუქციითა და ანტიეროვნული, სამშობლოსადმი მტრულად განწყობილი ქმედებებით გამოიწვია ამ აგენტურის ჯგუფმა“,...

 დავით მათიკაშვილი