ჯეფრი საქსი: რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? სურთ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება, მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის სტრატეგიული მდებარეობა. გეგმის ნაწილი ხართ, რაც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს

მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

მისი თქმით, ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატებს სურთ საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ.

„საქართველოს ერჩიან რადგან შავი ზღვის სანაპიროზე ხართ. 2008 წელს როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას ცდილობდა, არავის უხსენებია აზერბაიჯანი, სომხეთი, საუბარი ეხებოდა საქართველოს, რატომ? რადგან არსებობდა ამერიკული გეგმა რუსეთის ალყაში მოქცევის მიზნით, შავი ზღვის რეგიონში. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო შექმნიდნენ წინაღობას და რუსეთს ალყაში მოაქცევდნენ. რუსები სულელები ხომ არ არიან, მიხვდნენ საქმე რასთან ჰქონდათ. ეს უკვე მეორე მცდელობა გახლდათ. 1853 წელს ბრიტანელებს და ფრანგებს იგივე იდეა ჰქონდათ, ვგულისხმობ ყირიმის ომს. რატომ მოხდა ყირიმის 1853 წლის ომი? რადგან ბრიტანელებს სურდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევება, სევასტოპოლის ალყაც ამიტომ იყო. როდესაც რუსეთმა წააგო, ორი საინტერესო მოვლენა ვნახეთ; 1856 წლის სამშვიდობო შეთანხმებით, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის დაშლა დაეკისრა, ეს იყო გეოპოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ზუსტად იგივე თამაშს ეწევა, თამაში რომლის მოგებაც შეუძლებელია და სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება, ვინაიდან ამას რუსეთი არ დაუშვებს. რუსეთში კარგად ესმით რა თამაშია. მეორე საინტერესო დეტალია რომ 1856 წელს, სევასტოპოლის დაცემის შემდეგ, რუსეთის დანებების შემდეგ, ბრიტანელი პრემიერი პალმერსტონი კავკასიას უმიზნებდა, ნაპოლეონ მესამემ კი მიუგო, რომ ომი ეყოთ და ეს ამბავი ასე დასრულდა. მაგრამ ბრიტანელები ამბობდნენ, რომ ფლოტი საქართველოსკენ უნდა გამოეგზავნათ, რადგან ბრიტანეთს ჰქონდა იმპერიული იდეა. ეს გახლდათ იმპერიათა ჭიდილი. საქართველო ამ განსაკუთრებულ როლში თქვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის მიზეზითაა მოქცეული. თქვენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხართ გეოგრაფიულად ვიდრე აზერბაიჯანი, ან სომხეთი. თქვენ შავი ზღვის სახელმწიფო ხართ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მათთვის მნიშვნელოვანი ხართ სიღრმისეულად. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება რომელიც ნატოს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება რომელიც მათ ნებას დაჰყვება. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ევროპა ძალიან უხეშად ერევა თქვენს შიდა საქმეებში! სწორედ ამიტომ სძულთ გამჭვირვალობის კანონი. უნდა ვაღიარო, რომ ეს სწორი კანონია, ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები არ გახლავთ. ისინი სამთავრობო ორგანიზაციებია, ეს ვიცი რადგან მათთან 30 წელია საქმე მქონია. სწორედ მათი მეშვეობით ერევა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების საქმეებში. მე ეს არ მომწონს, მსურს საქართველო იყოს სუვერენული, უსაფრთხო, დაცული, ბრიუსელის ჩარევისგან თავისუფალი. ბრიუსელი შორსაა, ვინ მისცა მათ უფლება ჭკუა დაგარიგონ, ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ დიდ თამაშთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782929429

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს. უკრაინის ლიდერმა ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მიხოლ მარტინთან დ...

ზელენსკი ზელენსკი

1782927929

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასს აკრიტიკებს - „ფარისევლობის მასტერკლასი“

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას „ფარისევლობის მასტერკლას...

გიდეონ საარი

1782926887

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინ...

მაკა ბოჭორიშვილ

1782925813

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ დამთავრდა უნიპოლარული მსოფლიოს დრო, დღეს მსოფლიო აღარ არის ერთწერტილოვანი, უნიპოლარული და საქმე გვაქვს მულტიპოლარულ მსოფლიოსთან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრე...

მაკა ბოჭორიშვილი

1782925341

საზოგადოება

ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შე...

ალან პერსელი