ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც მამუკა მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო
„პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ფარსად იქცევა“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და ამბობს, რომ მისი „ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის ყველაზე მტკივნეულ წერტილს აშიშვლებს - შერჩევით მეხსიერებას და ორმაგ სტანდარტებს.“
„ნორჩი გახარიელების და აგენტურების ორმაგი სტანდარტი ანუ მორალური ასიმეტრია, ასე დავახასიათებდი იმ ატმოსფეროს რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ე.წ ძალადობის და პროვოკაციების მიმართ არსებობს! მამუკა მდინარაძის ეს განცხადება პოლიტიკური დისკუსიის ყველაზე მტკივნეულ წერტილს აშიშვლებს: შერჩევით მეხსიერებას და ორმაგ სტანდარტებს. როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება ხდება, საზოგადოებრივი რეაქცია ხშირად არა ობიექტურ კანონზომიერებაზე, არამედ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაზეა დაფუძნებული. პოლიტიკური მორალი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი.
თუ ძალადობა და პროვოკაცია დასაგმობია, ის თანაბრად დასაგმობია ყველა შემთხვევაში — მიპარვით დარტყმის დროსაც და შეურაცხყოფაზე საპასუხო რეაქციის დროსაც. როდესაც კანონსა და მორალს პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვჭრით, საბოლოოდ ვიღებთ არა სამართლებრივ დისკუსიას, არამედ ორმაგი სტანდარტების მუდმივ ტირაჟირებას, სადაც მთავარია არა ის „რა მოხდა“, არამედ „ვის მიმართ მოხდა“. სწორედ ამ პარადოქსზე საუბრობს მამუკა მდინარაძე: როდესაც ხელისუფლებას პროვოკაციაზე ფიზიკური პასუხი აქვს, ეს „ამაზრზენია“, მაგრამ როდესაც თავად მდინარაძეს პარლამენტში ზურგიდან, მოულოდნელად დაარტყეს, ეს ზოგიერთისთვის მისაღები და ტაშის დასაკრავიც კი იყო.
პარლამენტში ჩხუბი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ჯგუფები თავადვე იწყებენ პროვოკაციას და შემდეგ „სამართლებრივ მსხვერპლად“ წარმოჩენას ცდილობენ, პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ფარსად იქცევა. მეგობრებო დროა ჩამოვყალიბდეთ, “მოსულა“ თუ „არ მოსულა“? თუ მოსულა იყავი მზად რომ მიიღებ პასუხს, თუ არ მოსულა არც შენი პროვოკაციები და ყველასთვის მრავალჯერ ნანახი სცენარებიც არ მოსულა!“, - წერს სადღობელაშვილი.
1782986831
ახალი ამბებიგია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება
„კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება, არაერთხელ დადასტურდა და 1-ელ ივლისს შეგვახსენა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებ...
1782984694
ახალი ამბებისანდრო მამუკელაშვილი კარიერას ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს
გავლენიანი ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს! ESPN ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და 27 წლის ქართველი კალათბურთ...
1782984602
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრ...
1782983296
მსოფლიოაშშ-ის ელჩი ნატოში აცხადებს, რომ მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან, აშშ-ისგან მეტ სარგებელს მიიღებენ
აშშ-ის ნატოს წევრი მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან, უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ხოლო მათ, ვინც აშშ-ის სამხედროებს თავიანთ ბაზებზე წვდომას უზღუდავენ, შეიძლება რთული მოლაპარაკებები ელ...
1782982604
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეებმა უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს უმასპინძლეს
საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ცერცვაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ოზოდბეკ ნაზარბეკოვს უმასპინძლეს. ინფორმაციას კულტურის...






























