დავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეს ობიექტურ მედიასივრცეში მოხდეს.

„უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში - მედიასივრცეში დებატების დაბრუნება, რომელთა ჭრილშიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცალსახად გასაგები იქნება, თუ რასთან აქვს ქვეყანას საქმე, რომელი მხარეა მართალი და პირიქით. ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია დაიძლიოს ეს პრობლემა, რომელიც თავის დროზე სწორედ დიფ სთეითის ჩარევით მოხდა. ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრი დებატების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებულ გარემოზე და ამ კუთხით კონკრეტული დავალებების შემსრულებლებზე.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდეს საჯარო დისკუსია, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769087199

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს

„ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით პოზიციის გამოხატვა, ადამიანებზე ან გარკვეულ პოლიტიკურ პოზიცია...

ირაკლი ქადაგიშვილი

1769086188

მსოფლიო

დავოსში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი...

 ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა

1769085834

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებ...

დავით ჩიხელიძე

1769085315

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ველოდებოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ურთიერთობები აშშ-თან აღდგეს და რეალური პარტნიორობა დაიწყოს

„არის აბსოლუტური დუმილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან...

ლევან მაჭავარიანი კ

1769084858

ახალი ამბები

სუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. „ექსკლუზივი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა სა...

სუსსუსსუსსუს