ლევან მაჭავარიანი: ველოდებოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ურთიერთობები აშშ-თან აღდგეს და რეალური პარტნიორობა დაიწყოს
„არის აბსოლუტური დუმილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ზე საუბრისას.
იგი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას. მაჭავარიანის თქმით, „დიფ სთეითზე“ პირველებმა საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, რასაც დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია იმეორებს.
„რა თქმა უნდა, ველოდებოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ჩვენ გაჟღერებული გვაქვს - პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგით დეპუტატამდე დამთავრებული, რომ აბსოლუტური მზაობაა, გზამკვლევი დავწეროთ დროსა და სივრცეში - გაიწერება, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ურთიერთობები აშშ-თან აღდგეს და რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ამის მიუხედავად, არის აბსოლუტური დუმილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„დიფ სთეითი“ ამერიკის საფრთხედ რჩება - ამ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი აკეთებს. ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა შტატების ინსტიტუტების და დაზვერვის პოლიტიზება მოახდინეს და სახელმწიფო სტრუქტურები მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთარ იარაღად აქციეს.
1769086188
მსოფლიოდავოსში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი...
1769085834
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებ...
1769084858
ახალი ამბებისუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. „ექსკლუზივი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა სა...
1769084726
ახალი ამბებისამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი არასრულწლოვანი წევრი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. ეს ინფ...
1769080326
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ გადატვირთვა სჭირდებათ, ამ გამოფხიზლების პროცესით მოგებული დარჩება როგორც ევროპა, ისე საქართველოც
„ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც“, – ამის შესახებ პარლამენტის თვით...































