ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს
„ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით პოზიციის გამოხატვა, ადამიანებზე ან გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციაზე თავდასხმა მედიასტანდარტად იყო დამკვიდრებული. ამაში კი ნიკა გვარამია იყო მედიის ამ მანკიერი განვითარების ფლაგმანი“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, დებატები პოლიტიკურ ცხოვრებაში, და არამარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი რამ არის.
„როგორც პრემიერმა აღნიშნა, დებატები დაწყებული სოციალური პრობლემატიკიდან, დამთავრებული განათლების საკითხებით, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. დებატები უნდა დაბრუნდეს, მაგრამ აქ ალბათ საჭიროა, რომ ამისთვის მედიასტანდარტიც არსებობდეს და მხარეები, ვინც დებატებში შევლენ, მათაც ამ სტანდარტის შესაბამისი დამოკიდებულება ჰქონდეთ დებატებთან დაკავშირებით. ალბათ ბევრს ახსოვს, პრემიერ-მინისტრმა მოიწვია ოპოზიციური ტელევიზიების რედაქტორები და წამყვანი თოქშოუების წამყვანები. ეს არ იყო მწვავე საუბარი ან „ჰარდ თოქი“, როგორც ეს ევროპაში და ამერიკაში იყო. ეს ადამიანზე თავდასხმა იყო. რესპონდენტს, პრემიერ-მინისტრს არ ეძლეოდა საშუალება, თავისი აზრი ჩამოეყალიბებინა. მუდმივი თავდასხმა და მუდმივი ერთგვარი აგრესია. ეს ერთგვარად იყო ჩახშობა, რომ ასეთი ჯანსაღი დებატები არ გამართულიყო. დღეს პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივით კვლავ გამოდის. ყველა, ვისაც მართლა ინტერესი აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და საკუთარი პოზიციის კარგად წარმოჩენის, ეს ეხებათ პოლიტიკოსებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს, ამ ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს.
კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, რომ დასავლეთში ძალიან ბევრი პოპულარული თოქშოუ, ფაქტობრივად, სატელევიზიო ეკრანებიდან მოიხსნა და ძირითადად ერთი მხარის, ერთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური გზავნილების გაჟღერება იყო. ეს ეხებოდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის საკითხებს, ყველა მიმართულებით ერთგვარი იდეოლოგიური კლიშე დამკვიდრდა. ეს შეკვეთით გაკეთებული იყო. წარმოუდგენელია, ყველა ქვეყანაში მრავალი სატელევიზიო თუ მედიაპლატფორმა ზღუდავდეს და მინიმუმამდე დაჰყავდეს ასეთი დებატების სივრცე. საქართველოშიც, როგორც ვნახეთ, მართლაც მოხდა მედიასივრცის პოლარიზება. იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ალტერნატიული ტელევიზია არ არსებობდა. ერთადერთი „კავკასია“ იყო, რომელიც ძალიან შეზღუდულ სეგმენტზე გადიოდა და „მე-9 არხი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან თქვა, რომ არ შეიძლება, მიკერძოებული იყოს პარტიული ნიშნით და მან ეს ტელევიზია გააუქმა. ამით მისცა მაგალითი, რომ არ იყოს პარტიულ-იდეოლოგიური ტელევიზია და მედია იყოს თავისუფალი. ამის საპირისპირო პასუხი ჩვენ ვნახეთ ის, რაც გვარამიას ხელმძღვანელობით ქართულ მედიაში მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“.
1769086188
მსოფლიოდავოსში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი...
1769085834
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებ...
1769085315
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ველოდებოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ურთიერთობები აშშ-თან აღდგეს და რეალური პარტნიორობა დაიწყოს
„არის აბსოლუტური დუმილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან...
1769084858
ახალი ამბებისუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. „ექსკლუზივი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა სა...
1769084726
ახალი ამბებისამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი არასრულწლოვანი წევრი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. ეს ინფ...






























