გიორგი კახიანი პრემიერის ინიციატივაზე: ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა - ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ, მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ დებატების აუცილებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის.

„დებატები არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოუყალიბდეს თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებია დებატების ფორმატი აღარ არსებობს მედიასაშუალებებში, მაგრამ ეს შემთხვევით არ არის, ამასაც თავისი ახსნა აქვს: გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმდენად ტოქსიკური გარემო შექმნეს, რომ იმ ვითარებაში დებატების წარმოებაც კი შეუძლებელი იყო.

ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ პრემიერის ინიციატივის შემდეგ მედიასაშუალებები ისეთ ფორმატს შექმნიან, სადაც შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დებატების ჩატარება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

პრემიერ-მინისტრი დებატების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებულ გარემოზე და ამ კუთხით კონკრეტული დავალებების შემსრულებლებზე. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდეს საჯარო დისკუსია, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769088655

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს. მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცი...

დავით მათიკაშვილი

1769087367

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1769087199

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს

„ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით პოზიციის გამოხატვა, ადამიანებზე ან გარკვეულ პოლიტიკურ პოზიცია...

ირაკლი ქადაგიშვილი

1769086188

მსოფლიო

დავოსში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი...

 ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა

1769085834

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებ...

დავით ჩიხელიძე